
საქართველოს მოქალაქეები საზაფხულო სეზონზე თურქეთის კურორტების დასვენების ერთ-ერთ მთავარ ადგილად კვლავ აქტიურად განიხილავენ, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი რადიო “კომერსანტთან” აცხადებს, გასულ წელთან შედარებით ზრდა არის, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ 2007 წლის ბუმის პერიოდს შევადაროთ.
“ფრეშ თრეველის” დირექტორის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, წელს აქტიური სეზონი ივნისიდან დაიწყო და პიკს აგვისტოში აღწევს. მისი განცხადებით, წელს თურქეთის მიმართულებით ფრენები საკმაოდ დიდი ინტენსივობით სრულდება როგორც “პეგასუსის”, ასევე “ აირზენა ს” მხრიდან, რაც ტურისტების გააქტიურებასაც უწყობს ხელს. ამასთან, “ოლ ინკლუზივის” სისტემა, რომელიც თურქეთის კურორტებს აქვთ, მომხმარებელს მნიშვნელოვნად იზიდავს. ორ კაცზე ერთ კვირიანი საგზურის მინიმალური ფასი თურქეთის სამ ვარსკვლავიან სასტუმროში 923 დოლარი ღირს.
ტურისტული კომპანია “ჰარმანიას” ხელმძღვანელიც მიიჩნევს, რომ გასულ წელთან შედარებით ტურისტების განსაკუთრებული მატება არ დაფიქსირებულა. თუმცა, საბოლოო სურათი სეზონის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, რადგან აგვისტო-სექტემბერი თურქეთის კურორტებზე აქტიური დასვენების პერიოდია. ამასთან, ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, თურქეთის პარალელურად ამ პერიოდში მოთხოვნა ეგვიპტეზეც გააქტიურებული.
Related Stories