
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, დღეიდან თბილისი-სიღნაღი-თბილისის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "პირwელს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, თბილისი-სიღნაღი-თბილისის მარშრუტით ოთხი კომფორტული ავტობუსი ყოველ შაბათ-კვირას ივლის.
ავტობუსები "ვარდების მოედნიდან" გავა.
ცნობისთვის, ყოველ შაბათ-კვირას სიღნაღში სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები იმართება, მათ შორის - ხრიდოლი, მუსიკალური ჯგუფების "String", "Mutual Friends", "Adu Jazz Band", "The Benedicts", "Loudspeakers" და "The smile"-ის კონცერტები.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს აქცია მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.
Related Stories