„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

commersant.ge–სმკითხველებს საქართველოს კურორტებზე ფასები, მომსახურება და ეკოლოგია არ მოსწონთ

ავტორი commersant.ge

08/08/2011 14:02 (289 დღე 16:23 minutes ago)

batumi.jpg

ფასები, მომსახურება და ეკოლოგიური მდგომარეობა – commersant.ge–ს  მკითხველთა უმრავლესობას ყველაზე მეტად სწორედ ეს პრობლემები აწუხებს საქართველოს კურორტებზე დასვენებისას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

როგორც საიტის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, მკითხველთა ყველაზე დიდი ნაწილის, 38,7%–ის უკმაყოფილებას საქართველოს კურორტებზე ფასები იწვევს. მას მოსდევს მომსახურების დონე (21,8%), „უკმაყოფილების რეიტინგის“ მესამე ადგილზე, 20%–ით კი კურორტების ეკოლოგიური მდგომარეობაა.

დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა: ინფრასტრუქტურა – 9,3%, საკვების ხარისხი – 3,1%, სხვა – 7,1%.

გამოკითხვის შედეგების შეფასება ექსპერტ სოსო არჩვაძეს ვთხოვეთ.

მისი თქმით, ზოგადად, როდესაც საბაზო მოთხოვნილებები კმაყოფილდება, ადამიანების მოთხოვნები უფრო მაღალ დონეზე ადის.

შესაბამისად, როდესაც უფრო საბაზო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის, ადამიანის მიერ ფასების აღქმა სუბიექტურია – მას ეჩვენება, რომ ესა თუ ის საქონელი ან სერვისი ძვირია და მასში გარკვეული თანხის გადახდა უყაირათობაა.

„ვფიქრობ, მეტი განვითარება უნდა ჰპოვოს რეალურმა სექტორმა, სადაც საბაზო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მოთხოვნილება უფრო მაღალი რანგის სამომხმარებლო საქონელზე,“ – აცხადებს არჩვაძე.

რაც შეეხება მომსახურების დაბალ დონეს, ეს, მისი თქმით, კვლავ დიდი პრობლემაა და მის მოგვარებას წლები სჭირდება, რადგან მხოლოდ უცხოური სახელმძღვანელოებით, თეორიულ დონეზე სერვისის გაუმჯობესება ვერ მოხდება.

„შეიძლება, იყოს გულწრფელი სურვილი, რომ სტუმრებს კარგად მოემსახურონ, მაგრამ მომსახურების კულტურა არ არის მაღალი. შეიძლება სასტუმრო უცხოური ელემენტებით იყოს აღჭურვილი – კონდიციონერით, ტექნიკით, კომფორტის ელემენტებით და ა.შ.  მაგრამ მომსახურე პერსონა ლს არ ჰქონდეს სათანადო მიდგომა, თუნდაც ჟესტიკულაცია... ეს წლების მუშაობას მოითხოვს, სხვადასხვა წარმომავლობის ტურისტები გარკვეული ფსიქოლოგიური თავისებურებებით გამოირჩევიან და მათ ინდივიდუალური მოპყრობა ესაჭიროება. სწორედ ეს უნდა ისწავლოს ადგილობრივმა პერსონა ლმა,“ – აცხადებს არჩვაძე.

რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს, ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს კურორტებზე ეს კვლავ სერიოზულ ხარვეზად რჩება, რადგან ბევრი სასტუმროსა და რესტორნის მეპატრონეები ინტერიერზე არიან გადართულნი და მას ხშირად გარე პერიმეტრის დაბინძურების ფასად უვლიან.

„ტურისტს კი სიამოვნების მიღება მთლიანობაში სურს – როგორც სასტუმროში, ისე მის გარეთ,“ – აღნიშნავს არჩვაძე.

ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, ტურისტების შემოსვლამ გამოიწვია კვების პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა, რამაც ინფლაციური პროცესები გააღრმავა. მისი განმარტებით, ბათუმში კვების ობიექტებში ფასები ნამდვილად მაღალია, თუმცა იგი მოთხოვნის ადეკვატურია. კვების ობიექტების მფლობელებმა იციან, რომ მოთხოვნა უფრო მაღალია ვიდრე მიწოდება, ამიტომ მოგების საკმაოდ მაღალ მარჟაზე მუშაობენ. ლევან კალანდაძის განმარტებითვე, იმას გარდა, რომ ბათუმში ამ რაოდენობის ტურისტზე გათვლილი კვების ობიექტები არ არის, ქვეყანაში კვების პროდუქტების 80% იმპორტირებულია, რაც ფასებს კიდევ უფრო ზრდის.

რაც შეეხება ეკოლოგიას: ტურისტული კომპანია „თებულოტურის“ დამფუძნებლის პაატა ვარდანაშვილის განცხადებით, მომსახურე პერსონა ლის დაბალი დონის გარდა, უცხოელი სტუმრები ტურისტული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანებაზეც ხშირად ჩივიან.

წლის დასაწყისში  ეკონომიკის სამინისტრომ ტურისტულ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების დაწყების თაობაზე განაცხადა.

პირობების თანახმად, ინვესტორს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად უნდა გადაეცეს მიწის ნაკვეთები ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის;  ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს სანიტარული ობიექტის (საპირფარეშოს) აშენება და სათანადო ინფრასტრუქტურით (წყალი,  ელ. ენერგია) აღჭურვა.

როგორ წარიმართა ინტერესთა განოხატვა და რა სამუშაო შესრულდა, ამაზე ინფორმაცია ვერც ეკონომიკის სამინისტროდან და ვერც ტურიზმის დეპარტამენტიდან ვერ მივიღეთ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group