IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ტურიზმის სექტორში 60 982 კაცია დასაქმებული

10/08/2011 14:05 (287 დღე 16:21 minutes ago)

employee-workers.jpg

საქართველოში ტურიზმის სექტორში 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით, 60 982 კაცია დასაქმებული, იტყობინება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ განაცხადა .

 

სიდამონიძის მონაცემებით, 2010 წელს ტურიზმის სექტროში 45 896 ადამიანი იყო დასაქმებული. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ახალი და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.


"საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი ბაზარზე ახალი ტრანსნაციონალური კორპორაციების შემოსვლას განაპირობებს, შენდება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტები, ვითარდება გართობის ინდუსტრია. მომავალში საქართველოში ტურიზმი შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი გახდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით", - განაცხადა სიდამონიძემ.


მისივე თქმით, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის ტურიზმის ეროვნული სააგენტო წლის ბოლომდე რამდენიმე პროექტს განახორციელებს. კერძოდ, გაიმართება ~კარიერის კვირეული~, რაც მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირთა დასაქმებას ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, ასევე სერვისის დონის ამაღლებას კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების შეთავაზებით; შეიქმნება სასწავლო ცენტრი დასაქმების ხელშეწყობით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group