
აჭარაში ორ ელიტურ სასტუმროს „გლობალ სტარის“ სერთიფიკატი შეუჩერდა, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
Global Star–ის აუდიტის შედეგად აჭარის ელიტურ სასტუმროებს „ერა პალასსა“ და „ნეპტუნს“ სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად განხორციელდა ბათუმის, სარფის, კვარიათისა და გონიოს დაახლოებით 20-მდე სასტუმროს და სასტუმრო სახლის შემოწმება, რის შედეგადაც 2-ვარსკვლავიანი კატეგორია მიენიჭა ორ სასტუმროს, ხოლო 3 ვარსკვლავი მიენიჭა ერთ სასტუმრო სახლს. დანარჩენ სასტუმროებს მიეცათ რეკომენდაციები და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ ჩატარდება დამატებითი აუდიტი.
შემოწმება ჩატარდა ასევე იმ რესტორნებში, რომელთაც გასულ წელს სხვადასხვა სახის რეკომენდაციები მიეცათ. რამდენიმე კვების ობიექტმა ეს რეკომენდაციები გაიზიარა და დარღვევების უმეტესი ნაწილი გამოასწორა.
სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა ურეკის სასტუმროებსა და სასტუმრო სახლებშიც.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ განთავსების ობიექტების უმეტესობა ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. შეგახსენებთ: კახეთში ჩატარებული პირველადი შეფასების შედეგად ასოციაციამ განაცხადა, რომ არ გამოვლენილა არცერთი ადგილობრივი სასტუმრო და სასტუმრო სახლი, რომელიც რაიმე კატეგორიას მიიღებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი სასტუმროებსა და რესტორნებში მომსახურების ხარისხის პრობლემას ადასტურებს. მისი თქმით, გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად, ამ მხრივ სერიოზული ხარვეზები მაინც არსებობს, რაც მსხვილი სასტუმროების შემთხვევაში თავად მენეჯმენტის პრობლემაა.
„მცირე გამონაკლისის გარდა მომსახურების დონე მართლაც დაბალია. ჩვენი სააგენტო მომსახურე პერსონა ლის ტრენინგებს ატარებს, თუმცა ეს მხოლოდ საშუალო და მცირე ბიზნესს შეეხება. ანუ ძირითადად საუბარია რეგიონებში არსებულ მცირე და საოჯახო სასტუმროებზე, სადაც პერსონა ლს მომსახურების ელემენტარულ უნარ–ჩვევებს ვასწავლით. რაც შეეხება დიდ სასტუმროებს, მოვიყვან დასავლეთის მაგალითს, სადაც მსხვილი ობიექტები თავად ზრუნავენ სერვისის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით სოლიდურ ინვესტიციებს ახორციელებენ. იმედი მაქვს, სასტუმროები, რომლებსაც “გლობალ სტარმა“ შენიშვნები მისცა, გაითვალისწინებენ ამ კომპანიის რეკომენდაციებს,“ – აცხადებს ჯაყელი.
მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მაგრამ აუცილებელია, რომ ამით სასტუმროების მენეჯმენტი იყოს დაინტერესებული.
Related Stories