ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

რუსეთი საქართველოში ყველაზე სტუმრებადი ქვეყნების ოთხეულში შედის

ავტორი თაკო ხელაია, The FINANCIAL

10/08/2011 18:57 (287 დღე 11:32 minutes ago)

batumi.jpg

თურქეთი სიაში პირველია, მას მოყვებიან აზერბაიჯანი და სასომხეთი

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

2011 წლის იანვრიდან საქართველოს ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი - 1,444,299 ადამიანი ესტუმრა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ეს წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტია. ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სასომხეთიდან და რუსეთიდან ჩამოვიდა.


საქართველოს ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მიხედვით საქართველოს 2011 წლის პირველი შვიდი თვის მანძილზე 393,523 თურქი ტურისტი ესტუმრა, რაც 42%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც თურქი ტურისტების რაოდენობა შეადგენდა 276,793-ს.


აზერბაიჯანიდან საქართველოს წელს 376,327 ტურისტი ესტუმრა. ეს 2010 წელს ჩამოსულ 256,530 ტურისტზე 46%-ით მეტია.


საქართველოს ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მიხედვით საქართველოს 2011 წლის პირველ 7 თვეში 336,326 სომეხი ტურისტი ეწვია, 43%-ით მეტი ვიდრე წინა წელს, როდესაც სასომხეთიდან საქართველოში 234,642 სომეხი ტურისტი ჩამოვიდა.”


საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, რუსები მეოთხე პოზიციას იკავებენ საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობით. უკანასკნელი 7 თვის მანძილზე საქართველოს 131,655 რუსი ტურისტი ეწვია, ეს თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (87,682).
“მეხუთე ადგილი უკრაინა ს უკავია, საიდანაც ჩვენს ქვეყანას  30,968 ტურისტი ესტუმრა. უკრაინელი ტურისტების რაოდენობაც ასევე გაიზარდა, დაახლოებით 23%-ით, წინა წლის 25,196 ტურისტთან შედარებით. წელს საქართველოში ირანიდან 26,236 ტურისტი ჩამოვიდა,  რაც 15,978-ით მეტია წინა წელთან შედარებით, როდესაც ირანელი ტურისტების რაოდენობა 10,258-ს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ 2010 წელთან შედარებით მათი რაოდენობა დაახლოებით 156%-ით გაიზარდა.” აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტი.


შეერთებული შტატები, საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი პოლიტიკური მოკავშირე, საქართველოში ყველაზე ხშირად ჩამოსულ ქვეყნებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. წელს ამერიკიდან 13,471 ტურისტი გვეწვია, ეს რიცხვი წინა წლის 10,785 ტურისტზე 25%-ით მეტია.


პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დიდი ზრდა მოხდა ყაზახი ტურისტების მხირდან, წინა წელთან შედარებით, მათი პროცენტული რაოდენობა 251%-ით გაიზარდა. 2011 წლის პირველ შვიდ თვეს საქართველოში 13,116 ტურისტი ჩამოვიდა, რაც 9,376-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ისრაელი ტურისტების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. შარშან მათი რიცხვი 9,445-ს არ აღემატებოდა, ხოლო წელს 12,973-მდე გაიზარდა.


მეათე ადგილი უკავიათ გერმანელ ტურისტებს, რომელთა რიცხვმა წელს 11,699-ს მიაღწია, ეს წინა წლის 8,718 ტურისტთან შედარებით 34%-ით მეტია.


ზაფხულის მანძილზე საქართველოს დედაქალაქი, თბილისი და ბათუმი, ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ სანახავ ადგილებად იქცევა. ბათუმი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო დროს რაც იქ მრავალი ღონისძიება იმართება, მათ შორის MTV live  და ჯაზ ფესტივალი სადაც მონაწილეობას  მრავალი ცნობილი ადამიანი იღებდა, მეისი გრეისა და ენრიკე იგლესიას ჩათვლით.


“ბათუმი სტუმრებს იოლად შეაყვარებს თავს, თავის უნიკალურ სუბტროპიკულ კლიმატთან შეხამებული მწვანე მთებით და ლეგენდარული ღამის ცხოვრებით. ზღვის და მთის ჰაერის კომბინაციით მიღებული სასარგებლო თვისებები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოში ამდენი ასწლოვანი ადამიანი ცხოვრობს. ბათუმი საქართველოს ნომერ პირველი საზღვაო კურორტია.” აცხადებს ტურიზმის და კურორტის დეპარტამენტი

 

# ქვეყანა                     2010 წლის 7 თვე        2011 წლის 7 თვე      პროცენტული ზრდა
1     თურქეთი                            276,793                 393,532                        42
2 აზერბაიჯანი                         257,530                376,327                        46
3 სასომხეთი                              234,642                336,326                         43
4 რუსეთი                                      87,682                 131,655                         50
5 უკრაინა                                        25,196                  30,968                         23   
6 ირანი                                           10,258                   26,236                         156
7 ა.შ.შ.                                           10,785                    13,471                         25
8 ყაზახეთი                                    3,740                    13,116                          251
9 ისრაელი                                       9,445                   12,973                          37
10 გერმანია                                    8,718                    11,699                          34

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group