"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"


Thursday, May 24, 2012
News Making Money

საქართველო MTV Live აჭარის ტურისტების რაოდენობას ზრდის

ავტორი მარიამ პაპიძე, The FINANCIAL

12/08/2011 17:58 (285 დღე 12:32 minutes ago)

batumi-mtv-live.jpg

აგვისტოს პირველი ორი დღის მანძილზე ბათუმს 28,535 ტურისტი ეწვია. ტურიზმის დეპარტამენტის მიხედვით, მათგან 12,000-ზე მეტი უცხოელი ტურისტი იყო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოში პირველად ჩატარებულ, MTV Live-ში მონაწილე სუპერვარსკვლავ ენრიკე იგლესიას დიდი წვლილი უძღვის ტურისტების რიცხვის გაზრდაში.

“ივნისის და ივლისის თვეებში, აჭარას ჯამში 400,000 ტურისტი ეწვია,” განაცხადა ვაჟა დიასამიძემ, ტურიზმის დეპარტამენტის მეთაურმა. “150,000-ზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა საძღვარგარეთიდან. აგვისტოს ბოლოსთვის, ჩვენ კიდევ 350-400,000 ტურისტს ველით. ჯერ-ჯერობით, ბათუმში, წელს 5-6 დიდი კონცერტი ჩატარდა. აგვისტოს ბოლომდე კიდევ 5-6 კონცერტია დაგეგმილი და გრანდიოზული ახალი წლის შოუ”

ტურისტთა უმეტესობა თურქეთიდან, სომხეთიდან და აზებაიჯანიდან ჩამოვიდა. 400,000 ტურისტიდან, 50,000 თურქეთიდან; 38,000 სასომხეთიდან; 20,000 აზერბაიჯანიდან; 9,000 ირანიდან; 4,000 უკრაინიდან; 3,500 ისრაელიდან; 3,500 რუსეთიდან, სხვა დასავლეთის ქვეყნებიდან და ამერიკიდან ჩამოვიდა. ასევე გაიზარდა ბრიტანეთიდან და ამერიკიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.

საქართველო MTV Live კონცერტი უფასო იყო. ამ ფაქტორმაც ხელი შეუწყო ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

დიასამიძეს თქმით, კრის ბოტის და სტინგის კონცერტების დროს 5,000 ტუირისტი ჩამოვიდა ბათუმში. “ყველა ბილეთი გაიყიდა. ადგილების შეზღუდული რაოდენობით იყო. კონცერტს 2,500 ადამიაი ეწვია.”

კონცერტისთვის, ევროპის მოედანზე, 36 მეტრი სიმაღლის სცენა დაიდგა. ბათუმში  ამისათვის 200-მდე ტექნიკოსი ჩამოვიდა.

ევროპის მოედნის ტევადობის გამო, ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო. მაყურებელთა იმ ნაწილს, ვინც მოედანზე შესვლას ვერ მოახერხებდა, საშუალება ქონდა კონცერტისთვის თვალ-ყური ედევნებინა უზარმაზარი ეკრანებიდან, რომლებიც აღმართული იყო ბულვარზე და თეატრის მოედანზე. პირველ 12,000 მაყურებელს, ვინც მოედანზე 5-დან 7 საათამდე მოვიდა, გაუმართლა. დანარჩენი 50,000 კონცერტს თვალ-ყურს ეკრანებიდან ადევნებდა. ერთი კვირის მერე, 152 ქვეანაში 600,000 მაყურებელს, 2 თვის მანძილზე, შეეძლება საქართველო MTV Live-ის ყურება.

“სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხი თვლის, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთი ადგილია, სადაც ამგვარი მოვლენა შეიძლება გაიმართოს.” თქვა ია თაბაგარმა, საქართველოს ტურ-ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა.


MTV Live ათასობით ახალგაზრდა, ქართველი და უცხოელი მუსიკის მოყვარულის მოსაზიდად იყო გამართული. ჯინსებსა და მაისურში ჩაცმული, ვერცხლის ძეწკვით და თავისი საყვარელი ბეისბოლის კეპით, ესპანელი მომღერალი  საქართველოში პირველ MTV -ს კონცერტს უძღვებოდა.

ენრიკემ 13 ჰიტი შეასრულა, ქართველი ვარსკვლავების, როგორიცაა ელდრაინი, სოფო ნიჟარაძე,სტეფანე და 3G და ასევე დიჯეების - ბერო და ჟორჟიკას მხარდაჭერით.

ენრიკემდე, ჯაზმენმა კრის ბოტიმ და ბრიტანელმა მუსიკოსმა სტინგმა კონცერტი ბათუმის მოედანზე გამართეს. ბილეთების ფასი ამ კონცერტზე 90 და 380 ლარი იყო. ამ მოედანზე დაახლოებით  2,000 ადამიანი შეიძლება დაეტიოს.

ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი. ფული განკუთვნილი იყო ონკოლოგიური პრევენციის ცენტრისთვის. ცენტრის გამგემ, რემა გამიჩავამ დაადასტურა ეს ინფორმაცია: “დაახლოებით 10 დღის წინ, ჩვენ 10,000 ლარი მივიღეთ კრის ბოტის და სტინგის საქველმოქმედო კონცერტიდან.”

ტურიზმის სააგენტომ კაპიტანი+-მა, ამ ღონისძიებისთვის, ტურისტული პაკეტი შესთავაზა. პაკეტის მაქსიმალური ფასი 530 ლარს შეადგენდა. “არცერთი ტურისტული პაკეტი  არ გაყიდულა,” თქვა კაპიტანი+-ის დამაარსებელმა, გიორგი შელიამ. “რადგან ბილეთების ფასი ძალიან მაღალი იყო, მხოლოდ შეძლებული ხალხი ყიდულობდა მას. ასეთ ხალხს ერჩივნათ დარჩენილიყვნენ მაღალი დონის სასტუმროებში, როგორიცაა შერატონი და ინტურისტი. ხოლო ჩვენი პაკეტი კი საშუალო კლასის დამსვენებლისთვის იყო განკუთვნილი.”

ახალი წლის კონცერტის, ანდრეა ბოჩელისთან ერთად, და MTV Live-ის ჩათვლით, წელს, ბათუმმა 5-6 შოუ წარმოგვიდგინა. მათ შორის ბათუმის შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 2011, 26 ჯგუფის და 150 მსახიობის მონაწილეობით. ბილეთების ფასი 40, 60 და 90 ლარი იყო. ყველაზე მაღალი ფასი მეისი გრეის კონცერტის ბილეთებს ჰქონდა.

“ზოგადად, ასეთი სახის კოცნერტები და კულტურული ღონისძიებები ზრდის არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ტურისტების რაოდენობასაც” თქვა მაია სიდამონიძემ, საქართველოს ნაციონალური ტურიზმის სააგენტოს მეთაურმა. “აქედან გამომდინარე, ასეთი ღონისძიებების გამართვა ხელხსაყრელი იქნება, ისეთ ადგილებში, რომლებიც ბუნებრივად იზიდავენ ტურისტებს. კონცერტები გართობის ფორმა გახდება და მიიზიდავს უფრო მეტ დამსვენებელს ასეთ რეგიონში.”

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group