
თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი - ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ბათუმი რედისონის სტუმრები ჩამოდიან.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მსოფლიო ში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად ზრდადმა სასტუმრო კომპანიამ, Rezidor Hotel Groupe-მა, თავისი პირველი საკუთრება გახსნა ბათუმში. სასტუმროს 168 ოთახი აქვს და ცნობილი ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. სასტუმრო სტუმრებს ყველაზე დიდებულ პირობებს თავაზობს, შავი ზღვის გამაოგნებელი სანაპიროს დასათვალიერებლად.
“სეზონის პიკში, ოთახის საწყისი ფასი 245$-ს მიაღწევს,” ამბობს პიარის და მარკეტინგის მენეჯერი, ნატალია ლუჩანინოვა. “ფასი სეზონის მიხედვით შეიცვლება, ამჟამად, სტანდარტული ოთახი ერთი ადამიანისთვის ღირს 245$ - ღამე, საუზმისა და სხვა დამატებითი ხარჯების გარეშე. ბიზნეს კლასის ოთახი საუზმის ჩათვლით 305$ ღირს. ნახევარლუქსის ფასი, საუზმის ჩათვლით შეადგენს 324$-ს. ყველა სტუმარს აქვს საშუალება უფასოდ ეწვიოს ანა სემონინის სპას და ისარგებლოს საცურაო აუზებით, სოლარიუმით, საუნით, და სპორტდარბაზით. სტუმართათვის, სრულიად უფასოდ, ასევე ხელმისაწვდომია მაღალსისწრაფიანი ინტერნეტი”.
ლუჩანინოვა ამბობს, რომ ბათუმი რედისონ ბლუ, სტუმრებს თავაზობს ადგილობრივი და საერთაშორისო კერძების ნაზავს, რასაც თან ახლავს ქართული და უცხოური ღვინოების ფართო არჩევანი.
“სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ უგემრიელესი სამზარეულო, მყუდრო ატმოსფეროში, ბარ-რესტორანში ან შეუძლიათ ეწვიონ სასტუმროს საფირმო ბარ-რესტორანს, რომელიც განლაგებულია მეცხრამეტე სართულზე. ის ნამდვილად გახდება ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი, უცხოური და ადგილობრივი შემწვარი კერძების ფართო არჩევნით, მრავალი სახის ეგზოტიკური კოქტეილით, ბრწყინვალე გარემოთი და თვალწარმტაცი ხედით.” ამბობს ლუჩანინოვა.
ბათუმი რედისონი ეპატიჟება კლუბ კარლსონის წევრებს, რათა მათ საკუთარ თავზე გამოცადონ ბათუმის სტუმართმოყვარეობა რედისონის სასტუმროში. კლუბი კარლსონის წევრები სარგებლობენ მრავალი უპირატესობით, განსაკუთრებული მომსახურეობებით და პრივილეგიებით მსოფლიო ს 1,000-ზე მეტ სასტუმროში: რედისონში, Country Inns & Suites, პარკ ინნ-ში და პარკ პლაზას სასტუმროებში.
ბიზნეს შეხვედრების და განსაკუთრებული მოვლენების შეუდარებელი წარმატებით ჩატარებისათვის ბათუმი რედისონ ბლუ არის იდეალური პროფესიონალური პარტნიორი. მთლიანად შეთავსებადი დღევანდელი ბიზნეს მოთხოვნილებებისთვის, სამეჯლისო დარბაზის ჩათვლით, სასტუმრო შეიცავს, თანამედროვე თექნოლოგიებით აღჭურვილ, 7 საკონფერენციო ოთახს.
”ორგანიზატორს ყოველთვის შეუძლია ჩვენი გამოცდილი პერსონა ლის იმედი იქონიოს, რომლებიც, არაჩვეულებრივ მომსახურებასთან ერთდ მზად არიან უნაკლოდ დაგეგმონ და წარმართონ მოვლენები და წვეულებები, იქნება ეს 50 კაციანი შეხვედრა თუ 1000 კაციანი თათბირი.” ამბობს ლუჩანინოვა.
სასტუმროს მესამე სართულზე შეგიძიათ იხილოთ ბათუმის ნამდვილი ოაზისი. ექსკლუზიურ ანა სემონინის სპაში სტუმრებს შეუძიათ დაისვენონ და განიმუხტონ ყველანაირი ფორმით. შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარე, 1,800 კვადრატულ მეტრიანი დაწესებულება, არის დიდებული სიმშვიდის ტაძარი, 5 მკურნალობის ოთახით, რამდენიმე ლუქსით, საცურაო აუზით, გარშმორტყმული სკამებით და ქოლგებით, საბავშვო აუზით, ფინური საუნით, არომატული ორთქლის ოთახებითა და დამამშვიდებელი, მოხერხებული სავარძლებით. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ და განიმუხტონ ”ოზონის” სპა ბარში.
ამჟამად, 170-მდე ადამიანი მუშაობს ბათუმი რედისონის სასტუმროში. მათგან 83% აჭარიდანაა.
”ჩვენ გვაქვს მრავალი მოსამზადებელი პროგრამა ჩვენი პერსონა ლისთვის”, ამბობს ნატალია. ”მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ”კი, მე შემიძლია” ფილოსოფია. ”კი, მე შემიძლია!” არის ცხოვრების სტილი რედისონის ყველა თანამშრომლისთვის. ამასთან ერთად, სხვადასხვა რედისონის სასტუმროებში, კომპანიას მრავალი მენეჯმენტის სასწავლო კურსი აქვს, სადაც ჩვენი კოლეგები მენეჯერულ უნარ-ჩვევებს ანვითარებენ”.
Related Stories