| თუშეთი ტურისტებს სექტემბრის ბოლომდე მიიღებს |
|
18/08/2011 17:33 (279 დღე 13:02 minutes ago) | ||||||||||||
|
რადიო კომერსანტის ცნობით, წელს ვიზიტორთა რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდა
თუშეთში ვიზიტორთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 50 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ commersant.ge-სთან თუშეთში მდებარე სასტუმროების მფლობელები აცხადებენ. ომალოში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს, „კეხელოს“ მეპატრონის თქმით, წელს თუშეთს აგვისტოში უცხოელ ტურისტთა განსაკუთებით დიდი რაოდენობა ეწვია. ვიზიტორები ამერიკიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ისრაელიდან არიან. ადგილობრივების თქმით, უცხოელ ვიზიტორთა უმეტესობა თუშეთის ცხენით ან ფეხით შემოვლას არჩევს, თუმცა, მსურველებს კულტურულ ტურებს სასტუმროებიც სთავაზობენ.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

