სადეპუტატო ასაკმა 21 წლამდე დაიწია


Thursday, May 24, 2012
News Making Money

აჭარაში მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები" იწყება

19/08/2011 13:58 (278 დღე 16:37 minutes ago)

batumi_copy.jpg

აჭარაში მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები" იწყება 25 აგვისტოს აჭარაში ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები" გაიმართება, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, "ღამის სერენადები" ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში, ბიჭვინთაში დააარსა. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ კი ფესტივალმა აჭარაში გადაინაცვლა, სადაც უკვე მესამე წელია, გონიოს ციხეში ტარდება. წელს ფესტივალი "ღამის სერენადები" განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნება, რადგან ლიანა ისაკაძის ინიციატივით, შეიქმნა ახალი უნიკალური ორკესტრი, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიო ში აღიარებული მუსიკოსები არიან.


ორკესტრის პრეზენტაცია და გრანდიოზული კონცერტი 25 აგვისტოს ბათუმის ახალ საოპერო თეატრში გაიმართება. 26 აგვისტოდან კი ფესტივალი გონიოს ციხეში გადაინაცვლებს და სამ დაუვიწყარ საღამოს შესთავაზებს მსმენელს. ფესტივალი 25-დან 29 აგვისტომდე გაგრძელდება.


ლიანა ისაკაძის ახალ ორკესტრს სიმბოლურად `Fაცებოოკ-ის ვირტუოზები" ეწოდება, რადგან სწორედ ამ სოციალური ქსელის მეშვეობით მოხერხდა ამ მუსიკოსების გაერთიანება.


ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, "მუსიკოსები ხუმრობენ" ასე ქვია ქალბატონი ლიანა ისაკაძის კიდევ ერთ პროექტს, რომელიც ღამის სერენადებში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან თითოეული მუსიკოსის ხუმრობით აღქმული ესა თუ ის პოპულარული მუსიკალური თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მსმენელისთვის.


სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოდის ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი.


ფესტივალ "ღამის სერენადების" საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დღეს, 12:30 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება. ლიანა ისაკაძესთან ერთად პრესკონფერენციას პატრიარქის ფონდის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია, ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სურგულაძე, ბანკი "რესპუბლიკის" გენერალური დირექტორი ქრისტიან კარმანიოლი წარუძღვებიან, სადაც დეტალურად ისაუბრებენ ფესტივალის შესახებ.


ფესტივალი "ღამის სერენადები" საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group