შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ანაკლია დღეიდან საკურორტო ქალაქის სტატუსს შეიძენს

22/08/2011 11:20 (275 დღე 19:16 minutes ago)

anaklia.jpg

ინტერპრესნიუსის ცნობით, ანაკლია დღეიდან საკურორტო ქალაქის სტატუსს შეიძენს ანაკლია დღეიდან საკურორტო ქალაქის სტატუსს შეიძენს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ქალაქში ჩასულ დამსვენებლებს განახლებული ინფრასტრუქტურა და ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული კილომეტრნახევრიანი ბულვარი დახვდებათ .


ანაკლიაში სასტუმროების, ფეხბურთის სტადიონების, კალათბურთის მოედნებისა და სხვა სპორტული თუ დასვენების ობიექტების მშენებლობა უკვე დაწყებულია. შენდება ორი ახალი სასტუმრო და ევროპაში ყველაზე დიდი, 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ანაკლიას განმუხურთან დააკავშირებს.


დღეიდან ანაკლიაში გრანდიოზული აკვაპარკის მშენებლობა ც დაიწყება. უკვე დასრულდა ევროპულ დიზაინზე მოწყობილი ამფითეატრი, რომელშიც დღეს ვახტანგ კახიძის დირიჟორობით სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს. ერთსაათიან კონცერტზე სოფო ხალვაში, ვაჟა მანია, ნატო გელაშვილი და გიორგი უშიკიშვილი იმღერებენ. კონცერტს ნინო სურგულაზე დაასრულებს სიმღერით - "აფხაზეთო ჩემო". ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის პირველი დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.


ანაკლიის განახლების იდეა პრეზიდენტს ეკუთვნის. შავი ზღვის ახალი კურორტის გახსნის ღონისძიების სამზადისი მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ თავად მოინახულა. როგორც ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას პრეზიდენტმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ანაკლია მალე შავი ზღვის მთელ სანაპიროზე საუკეთესო კურორტი გახდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group