ივანიშვილი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდეს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

პროფკავშირების გაერთიანება ქობულეთში სასტუმროს ტიპის კომპლექსს ხსნის

24/08/2011 12:09 (273 დღე 18:28 minutes ago)

qobuleti.jpg

პროფკავშირების გაერთიანება ქობულეთში სასტუმროს ტიპის კომპლექსს ხსნის პროფკავშირების გაერთიანება ქობულეთში სასტუმროს ტიპის კომპლექსს ხსნის, იტყობინება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს , სასტუმრო კომპლექსი "სოლიდარობა" ქობულეთში ოფიციალურად დღეს გაიხსნება. ობიექტი აღმაშენებლის ქ. #269-ში არსებულ, ფაქტობრივად, დანგრეული სამკურნალო პოლიკლინიკის ბაზაზე გაკეთდა. შენობას კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.
დღეისათვის, ქობულეთის სასტუმრო კომპლექსი "სოლიდარობა" წარმოადგენს 116–ადგილიან დასასვენებელ კომპლექსს, ლუქს-ნომრებითა და საკონფერენციო დარბაზით, რაც სემინარების, შეხვედრებისა და სხვადასხვა ტიპის კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.


"ჩვენი უცხოელი მეგობრების, პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, შევეცადეთ, შეგვექმნა ადგილი, სადაც ჩვენი წევრები ხარისხიან დასვენებასა და ხარისხიანი განათლების მიღებას ერთდროულად მოახერხებდნენ. ეს იქნება სწავლება–გადამზადების რეგიონული ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და შუა აზიის პროფკავშირელი მუშაკებისთვის, თუმცა, აქ მოსვლა, დასვენება, შეხვედრების ჩატარება, სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია", – აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.


სასტუმრო კომპლექსში "სოლიდარობა" 70 ადამიანია დასაქმებული. გახსნას საქართველოს პროფესიული კავშირების პირველი პირები, წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group