| საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი აგვისტო–სექტემბერში შემოდის |
|
24/08/2011 16:59 (273 დღე 13:41 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა იზრდება, იუწყება რადიო კომერსანტი.
ამის შესახებ commersant.ge-სთან საუბარში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ. შიდა ტურიზმზე მომუშავე კომპანია „ვიზიტ ჯორჯიას“ ცნობით, აგვისტოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა გასული თვეებისას თითქმის 30%–ით აჭარბებს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი სექტემბერში უფრო მოიმატებს. მათი განმარტებით, აგვისტო–სექტემბერი ტურისტულად აქტიური თვევებია და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტურისტს სწორედ სექტემბერში ელოდებიან.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

