
რადიო კომერსანტის ცნობით, საქართველო ტურისტულად ყველაზე დაუფასებელ ქვეყნებს შორის დასახელდა. რეიტინგს „ვაიზ თრეველი“ აქვეყნებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
გამოცემის შეფასებით, მოგზაურთა მცირე რაოდენობა ფიქრობს კავკასიის და საქართველოს მონახულებას, სადაც ბევრია მთიანი პეიზაჟები და ათასწლოვანი ცივილიზაციის არქიტექტურა.
„ვაიზ თრეველის“ შეფასებით, არაერთი დამპყრობლის მიუხედავად ქვეყანამ უნიკალურობა შეინარჩუნა, ხოლო უცხოელები საქართველოში თითქმის ყოველთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. გამოცემის ექსპერტთა განცხადებით, ქვეყანაში სოფლები კვლავ ძალიან ღარიბია, თუმცა მსხვილ ქალაქებში მოდერნიზაცია სწრაფად ხორციელდება. ტურისტულად „დაუფასებელი“ ქვეყნების რეიტინგში ფილიპინები, ტაივანი, ტუნისი, უზბეკეთი და სომხეთიც მოხვდნენ.
„ვაიზ თრეველისგან“ განსხვავებით, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე არ ფიქრობს, რომ საქართველო ტურისტებისგან დაუფასებელია. მაია სიდამონიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დაუფასებლობაზე საუბარი 4–5 წლის წინ შეიძლებოდა, თუმცა დღეისთვის საქართველოში ტურისტების ნაკადი მკვეთრად არის გაზრდილი. მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე წლის 7 თვეში ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%–ით არის გაზრდილი, რაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ევროპაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ: ტურიზმის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტურისტული ბრენდის შექმნაზე მუშაობს. უცხო ქვეყნებისთვის ქართული მხარის "მესიჯები" სტუმართმოყვარეობა, ბუნება და ექსკლუზიურობა იქნება. წელს ქვეყანა 3 მილიონ, ხოლო 2015 წლისთვის 7-8 მილიონ ტურისტს ელოდება.
Related Stories