| „ყვარლის ტბა“ სექტემბერ–ოქტომბერში სტუმრების სიმრავლეს ელოდება |
|
30/08/2011 12:38 (267 დღე 18:03 minutes ago) | ||||||||||||
![]() რადიო კომერსანტის ცნობით, თბილისთან ახლოს მდებარე, ცნობილი დასასვენებელი კომპლექსი „ყვარლის ტბა“ აცივების მიუხედავად სეზონის დასრულების წინაპირობას ვერ ხედავს.
კომპლექსის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ კახეთში რთველის და მოსავლის აღების პერიოდი ტურისტთა მოზიდვის და დაინტერესებისთვის დამატებითი სტიმულია. ამიტომ „ყვარლის ტბა“ სექტემბერ–ოქტომბერში ბევრ სტუმარს ელოდება. კომპლექსის მენჯერი ამბობს, რომ სექტემბერი 100%-ით არის დაჯავშნული. ასევე წინასწარ არის დაჯავშნული ოქტომბრის ყველა შაბათ–კვირა. მენეჯერის თქმით, აგვისტოში კომპლექს საკმაოდ ბევრი უცხოელი სტუმრობდა, მათ შორის ინდივიდუალური ტურებით ჩამოსულებიც.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


