„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ზოგიერთ კურორტზე ღამის კლუბები დამსვენებლებს ძილს უფრთხობს

30/08/2011 13:38 (267 დღე 17:04 minutes ago)

nightclub.jpg

რადიო კომერსანტის ცნობით, მუნიციპალიტეტებში პრობლემის არსებობას უარყოფენ

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

დამსვენებელთა ნაწილი აჭარის კურორტების ეკოლოგიური მდგომარეობისა და ხმაურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. მაგალითად, გონიოში დამსვენებელი ბარ–რესტორნებიდან გამომავლმა ხმაურმა და ანტისანიტარიამ შეაწუხა. ამის გამო პრეტენზიებს უცხოელი ტურისტებიც გამოთქვამენ.

თუმცა commersant.ge–სან საუბრისას ბათუმის ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე კატეგორიულად უარყოფს გონიოში გადაჭარბებულ ხმაურს. „ასეთი რამ პირველად მესმის. საერთოდ, კლუბები ისეთ ადგილას არის განთავსებული, რომ მოსახლეობა არ შეწუხდეს, რაც შეეხება სხვა ბარებსა და რესტორნებს, მათი აკუსტიკა იმგვარადაა მოწყობილი, რომ გარშემო არავინ შეაწუხოს,“ – ამბობს ლელა გოგუაძე. დამსვენებლის განცხადებით კი, მართალია, კლუბები მოშორებითაა, მაგრამ ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუსიკას მაქსიმალურად ხმამაღლა უკრავენ. ტურისტების ნაწილი უკმაყოფილებას უშუალოდ კლუბების წარმომადგენლებთან აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ.

რესტორნებსა და ბარებში მუსიკის აკუსტიკასა და ხანგრძლივობას ხელვაჩაურის გამგეობა ადგენს და აკონტროლებს. გამგებლის თქმით კი გონიოში მუსიკის ხმამაღლა შესრულება ყველა ბარსა და რესტორანს აქვს აკრძალული. „დაშვებულია მხოლოდ სამ ადგილას – 25–ე, 26–ე, 27–ე სექტორებში, ეს ადგილები მოშორებით არის მოსახლეობისგან და შესაბამისად, არც არავინ წუხდება. რაც შეხება დანარჩენ კაფე–ბარებს, იქაც 12 საათის შემდეგ მუსიკის ხმამაღლა შესრულება იკრძალება. ამის კონტროლი კი გამგეობის მხრიდან მუდმივად ხორციელდება და მინდა გითხრათ, რომ დამსვენებელთაგან რაიმე პრეტენზია და საყვედური არ მიგვიღია,“– ამბობს თემურ დუმბაძე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგის სამსახურში არ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გონიოში ნაგვის ურნების რაოდენობა საკმარისი არ არის, რაც ანტისანიტარიის მიზეზია. როგორც დეპარტამენტში გვითხრეს, დღეში ორჯერ სუფთავდება სანაპირო, ხოლო ურნები დღეში სამჯერ იცლება.  ამასთან, ორ ოჯახზე ერთი კონტეინერია გამოყოფილი, რაც სამსახურიოს უფროსის თქმით, სრულიად საკმარისია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group