| „ბათუმი ველოთი“ უცხოელები ვერ სარგებლობენ |
|
31/08/2011 16:51 (266 დღე 13:52 minutes ago) | ||||||||||||
![]() „ბათუმი ველოს“ პროექტით უცხოელები ჯერაც ვერ სარგებლობენ, იუწყება რადიო კომერსანტი.
ამის მიზეზი ისაა, რომ ბანკებთან ამ დრომდე არაა დანერგილი უცხოეთის მოქალაქეების მიერ ელექტრონული ბარათებით სარგებლობის სისტემა. თუმცა, როგორც ბათუმის ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ეკა ჭანიშვილი აცხადებს, პრობლემა სექტემბრისთვის მოგვარდება. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 100 ველოსიპედია შემოყვანილი, მოთხოვნა კი იმდენად მაღალია, რომ ახალი ბარათების გამოშვება გახდა საჭირო.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


