
15 სექტემბრამდე აბასთუმნის სასტუმროებში ყველა ნომერი დაჯავშნულია, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ commersant.ge-ს აბასთუმნის ტურისტულ ასოციაციაში განუცხადეს. წლევანდელი ზაფხულის სეზონი კურორტისთვის საკმაოდ აქტიური იყო. ასოციაციაში განსაკუთრებულ აქცენტს შიდა ტურიზმის ზრდაზე აკეთებენ. თუმცა, უცხოელი დამსვენებელიც ჰყავთ.
აბასთუმანში სეზონი, პრაქტიკულად, მთელი წლის განმავლობაშია, თუმცა განსაკუთრებით დატვირთული ზაფხულია. სექტემრიდან კი უკვე უცხოელების აქტიურობა იწყება. აბასთუმანში სექტემბერში ამერიკელ და გერმანელ დამსვენებელს ელოდებიან, რომლთაც წინასწარ აქვთ შეკვეთა გაკეთებული.
აბასთუმანში სულ 5 სასტუმრო ფუნქციონირებს, რასაც რამდენიმე გესთ–ჰაუზი ემატება. ამ სეზონზე ყველა გესთ–ჰაუზი დატვირთული იყო. აბასთუმანში დასვენება დღეში საშუალოდ 60 ლარი ჯდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, კურორტს გზის და დენის პრობლემა მოხსნილი აქვს, სამაგიეროდ არსებობს გართობის პრობლემა. „აქ გართობის არავითარი პირობა არ არსებობს, მხოლოდ ტყეში თუ ისეირნებ,“ – ამბობენ ასოციაციაში.
წინა წლებისგან განსხვავებით წელს აბასთუმანში ზაფხულის სეზონი შარშანდელთან შედარებით გახანგრძლივდა. თუ აქამდე სეზონი ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდებოდა, წელს ეს ვადა მაისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა. აბასთუმნის ტურიზმის ასოციაციაში ამ ცვლილების ახსნა უჭირთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი მოსახლეობის შედარებით სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და ზოგადად, ტურიზმისა და დასვენების ხელშეწყობა–პოპულარიზაცია შეიძლება იყოს.
Related Stories