“ქდმ” ჰომოსექსუალობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანს ქმნიან

05/09/2011 12:18 (261 დღე 18:29 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები, შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალით, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანს ქმნიან, რომელიც უმოკლესი გზით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.


~საქართვლოს რკინიგზის~ ინფორმაციით, რკინიგზა ახორციელებს სტრატეგიულ პროექტს - ~სწრაფი რკინიგზა~, რაც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის სრულ მოდერნიზაციას და რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი, სწორი მაგისტრალის მშენებლობა ს.


ამასთან, აზერბაიჯანის რკინიგზამ სახელმწიფო განვითარების გეგმის ფარგლებში, დაიწყო რკინიგზის მოდერნიზაციის და რეაბილიიტაციის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, დაგეგმილია მოძრავი შემადგენლობის განახლება და სავაგონო პარკის გაზრდა 50 ახალი ცვლადი დენის ტიპის ელმავლით და 4 000 ახალი ვაგონით.


~საქართველოს რკინიგზის პროექტი - ~სწრაფი რკინიგზა~, ისევე როგორც აზერბაიჯანის რკინიგზის მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა მნიშვნელოვანია ორივე რკინიგზისთვის, როგორც უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ქვეყნებისთვის. ეს პროექტები ხელს შეუწყობს მზარდი ტვირთნაკადის უფრო ეფექტურად მომსახურებას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას დერეფანში, რაც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის მას მსოფლიო ბაზარზე~, - აცხადებენ ~საქართველოს რკინიგზაში~.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group