“ქდმ” ჰომოსექსუალობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ანკარისა და იზმირის საერთაშორისო აეროპორტებში ქართულ ღვინოებს მილიონობით მგზავრს შესთავაზებენ

06/09/2011 14:03 (260 დღე 16:45 minutes ago)

ankara_departure_main.jpg

5 სექტემბერს ‘ტავ ჰოლდინგის’ მიერ ოპერირებად კიდევ ორ აეროპორტში ანკარისა და იზმირის საერთაშორისო აეროპორტების Duty Free - ის ზონებში გაიხსნა ქართული ღვინოების კუთხეები, რაც შესაძლებელი გახდა ტავ ჰოლდინგის აქტიური ხელშეწყობით და საქართველოს სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მხარდაჭერით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამიერიდან, ანკარისა და იზმირის აეროპოტების ჩამოფრენისა და გამგზავრების Duty Free - ის  მაღაზიებში  ქართული ღვინის დახვეწილი კოლექცია გაყიდება, რომლის შეძენის შესაძლებლობა მილიონობით მგზავრს  მიეცემა. 

 

ესპანური და ფრანგული ღვინოების გვერდით მაღაზიებში წარმოდგენილია  ღვინის მწარმოებელი რამდენიმე ქართული კომპანიის მრავალი დასახელების საუკეთესო ღვინო.  ქართული ღვინის გამოჩენა ანკარისა და იზმირის აეროპორტებში არამარტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, არამედ ეროვნული ღვინის პროდუქციას  შესაძლებლობას მისცემს ცნობადობა გააფართოვოს და საერთაშორისო ბაზარზე პოზიცია გაიმყაროს.


შეგახსენებთ, რომ ამა წლის 15 აგვისტოს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტი ს Duty Free - ის მაღაზიებშიც  გაიხსნა ქართული ღვინის კუთხეები.


‘ტავ აეროპორტების ჰოლდინგი’ რომლის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ყველა ზემოთხსენებული პროექტი, ოპერირებას უწევს როგორც ანკარისა და იზმირის აეროპორტებს, ასევე კიდევ 10  საერთაშორისო აეროპორტს მსოფლიო ს სხვადასხვა კუთხეში , მათ შორისაა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები, სტამბულისა და ალანიის თურქეთში, ორი საერთაშორისო აეროპორტი ტუნისში (მონასტირსა და ენფიდაში) და ორი მაკედონიაში (სკოპიესა და ოჰრიდის), რიგის საერთაშორისო აეროპორტი ლატვიაში და მედინას საერთაშორისო აეროპორტი საუდის არაბეთში.  ამასთან, ტავ ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ასევე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აეროპორტების Duty Free -ის ქსელის მმართველი კომპანია  ATU.  აღსანიშნავია, რომ 2010 წელს TAV Airports Holding - მა 300 ავია კომპანიის მიერ შესრულებულ 416 000 რეისის 48 მილიონ მგზავრს გაუწია მომსახურება. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group