ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

სასტუმრო „ინტურისტ პალასმა“ ზაფხულში რეკორდული რაოდენობის დამსვენებელი მიიღო

ავტორი თაკო ხელაია, The FINANCIAL

15/09/2011 15:00 (251 დღე 15:48 minutes ago)

intourist-palace.jpg

სასტუმრო „ინტურისტ პალასის“ მარკეტინგის მენეჯერის რუსა შამუგიას თქმით, 2011 წლის ზაფხულის სეზონი განსაკუთრებული მაღალი დატვირთვით გამოირჩეოდა, რაც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების მაღალმა დონემ განაპირობა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც ყველასათვის ცნობილია, ბათუმი უამრავ მეგა ვარსკვლავს მასპინძლობს, რაც სასტუმროს დატვირთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ქართულ კურორტებს შორის ბათუმს ყველაზე მეტად სტუმრობენ. ქალაქის ინფრასტრუქტურა ვითარდება, აიგო უამრავი ნაგებობა და სასტუმრო, თუმცა „ინტურისტ პალასი“ კვლავ რჩება სტუმრებისათვის ერთ–ერთ გამორჩეულ სასტუმროდ.

„სასტუმროს მფლობელი შპს ,,ინტურისტია.“  მენეჯმენტი დაკომპლექტებიულია ქართველი და თურქი სპეციალისტებით. „ინტურისტ პალასი“ 70 წელზე მეტია რაც არსებობს. იგი გამორჩეულია მისი მდიდარი ისტორიით. ცნობილია რომ ეს სასტუმრო შეირჩა მეორე მსოფლიო ომის დროს სამი მოკავშირე მთავრობის მმართველების შეხვედრის ადგილად (სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი) მაგრამ ბოლო მომენტში ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა ამ იდეას ვეტო დაადო, რადგან ბათუმი თურქეთის საზღვართან ახლოსაა და შეხვედრის ადგილი გადატანილ იქნა უკრაინა ში, კერძოდ ყირიმში და ისტორიაში ცნობილია, როგორც იალტის კონფერენცია,“ გვითხრა შამუგიამ.

„სასტუმროში 145 ნომერია: 129 სტანდარტული ოთახი, 7 სუპერიორი, 4 ლუქსი, 3 ლუქსი ტერასით, საპრემიერო და საპრეზიდენტო აპარტამენტები. ოთახების უმრავლესობას  ულამაზესი ბულვარის ხედი აქვს,“ თქვა შამუგიამ The FINANCIAL - თან საუბარში. „სტუმართა 40 პროცენტი უცხოელებს წარმოადგენს, ხოლო 60 პროცენტი ქართველებს. სასტუმრო მასპინძლობს სტუმრებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორებიცაა ინგლისი, გერმანია, იტალია, რუსეთი, უკრაინა , ისრაელი, თურქეთი, ირანი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. ამ ზაფხულში უმეტესად გვსტუმრობდნენ ინგლისის, რუსეთის, გერმანიის, ისრაელის, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობა.“

რუსა შამუგიას თქმით, „ინტურისტ პალასი“ მიესალმება ჯანსაღ კონკურენციას სასტუმროებს შორის. როგორც შამუგია ამბობს, ეს ერთგვარი სტიმულია სიახლეების, სერვისის დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის.

„ბოლო წლებში ბათუმში გაიხსნა და მომავალშიც გაიხსნება სხვადასხვა ბრენდის
მაღალი დონის სასტუმროები, რაც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.
ეს ხელს უწყობს ქალაქის განვითარებას და ხდება მიმზიდველი უცხოელი ტურისტებისათვის, რაც ასევე აისახება ჩვენი სასტუმროს დატვირთვაზეც,“ გვითხრა შამუგიამ.

„სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ პერიოდულად იგეგმება სხვადასხვა პრომო აქციები, იქმნება ინოვაციური პროდუქტები, იმართება გასართობი საღამოები, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული ჩვენს სეგმენტზე,“ ამბობს შამუგია.

„ფასთა ლავირებით მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ კონკურენტუნარიანი
გარემო სხვა სასტუმროებთან მიმართებაში.რაშიც სასტუმრო „ინტურისტ პალასი“ კონკურენტგარეშეა, ეს წლებით მიღებული გამოცდილება, შენარჩუნებული ძველი სტილი , უამრავი სასიამოვნო მოგონება და სითბოა, რომელსაც თითოეული სტუმარი განსაკუთრებულად შეიგრძნობს სასტუმროში შემოსვლისთანავე,“ თქვა შამუგიამ.

სასიამოვნო საღამოების გასატარებლად, თუ უგემრიელესი კერძების დასაგემოვნებლად, სასტუმრო გთავაზობთ 2 რესტორანს. შამუგიას თქმით, ერთ-ერთი იტალიური რესტორანი “ვენეციაა”, სადაც შეგიძლიათ ძალიან დაბალ ფასად მიირთვათ უგემრილესი ბიზნეს ლანჩი. რესტორანი ,,თბილისი” საუკეთესო ადგილია საღამოებისათვის, ქორწილებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.

„ინტურისტის“ სტუმრებს შეუძლიათ ასევე  ესტუმრონ  ბარ “ბაკურიანს,” სადაც ყოველ საღამოს შეუძლიათ დატკბნენ ცოცხალი მუსიკით, მოუსმინონ საქსაფონსა და როიალზე შესრულებულ გემოვნებიან მუსიკას. ,,ჩემპიონ ბარი” გახლავთ არაჩვეულებრივი ადგილი დასვენებისათვის. აქ თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ფეხბურთს, ითამაშოთ ბილიარდი ან უბრალოდ წაიხემსოთ. სასტუმროში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპა მომსახურეობით, გარე და შიდა აუზით, საუნებით, თურქული ჰამამით, ფიტნესს ცენტრით და დატკბეთ სხვადასხვა ტიპის მასაჯებით,“ გვითხრა შამუგიამ.

„ნებისმიერი სახის კონფერენციებისა და შეხვედრებისათვის ჩვენ გთავაზობთ სამ საკონფერენციო დარბაზს, რომლებიც იდეალურია როგორც პირადი მოლაპარაკებებისათვის, ასევე მასშტაბური სხდომებისათვის. სასტუმროში ფუნქციონირებს სამორინე, რომელიც უახლოესი აპარატებითაა დაკომპლექტებული,“ თქვა შამუგიამ.

სასტუმროს წარმომადგენლების თქმით, „ინტურისტ პალასში“ საშუალოდ სტანდართულ ერთადგილიან ოთახებზე ფასები დაბალ სეზონზე 129 დოლარიდან იწყება, ხოლო მაღალ სეზონზე  177 დოლარამდე (დღგ, 18 % -ის ჩათვლით) ადის. ფასში შედის დილის საუზმე და სპა ცენტრით სარგებლობა (ფიტნესი, საუნები, ჯაკუზი, შიდა, გარე და საბავშვო აუზი, თურქული ჰამამი).

„სასტუმროს შეფ მზარეული გახლავთ ბატონი რევაზ ჩახლაძე, რომელიც ანებივრებს ჩვენს სტუმრებს უგემრიელესი კერძებით, რითიც სასტუმრო „ინტურისტ პალასი“ ნამდვილად გამორჩეულია ბათუმში. სასტუმროს მენიუებში ცვლილებების შეტანა და განახლება სისტემატიურად ხდება და უმეტესად ეს ცვლილებები სტუმრების მოთხოვნიდანაა გამომდინარე.  სასტუმროში უამრავი სახის ტკბილეული და დესერტია, განსაკუტრებით მინდა ავღნიშნო იტალიური სამზარეულოდან დესერტი ,,ვოლკანო” რომელიც განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს სტუმრების მხრიდან,“ აღნიშნავს შამუგია.

„სასტუმრო „ინტურისტ პალასი“ მუდმივად ეცდება მის სტუმრებს შესთავაზოს სიახლეები, სხვადასხვა ფასდაკლების აქციები, პაკეტები, გასართობი საღამოები. ჩვენი სასტუმრო ეცდება მომხმარებლის მოზიდვას სიახლეებით და მაღალი ხარისხის მომსახურეობით. სასტუმრო ოქტომბრის თვეში სთავაზობს მომხმარებელს სპეციალურ პაკეტს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის, სადაც ვთავაზობთ 50 % იან ფასდაკლებას საკონფერენციო დარბზებზე, 20 % იან ფასდაკლებას ოთახებზე, 10 % იან ფასდაკლებას სადილსა და ვახშამზე და ასევე სხვა უამრავ დამატებით სერვისებს,“ აცხადებს შამუგია ჩვენთან საუბარში.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group