„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ბათუმში ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი "მაგნოლია" იხსნება

24/09/2011 12:24 (242 დღე 18:25 minutes ago)

tetri-magnolia.jpg

დღეს ბათუმში საზეიმო ვითარებაში ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი "მაგნოლია" იხსნება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრში, სანაპირო ზოლში მდებარეობს. 12 სართულიანი  თანამედროვე შენობა ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში.

"მაგნოლია" 860 ბინასა და 79 კომერციულ ფართს აერთიანებს.

სასტუმროს ტიპის კომპლექსი ყველა შესაბამისი სერვისით - უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, დაცვის სამსახურით, დასუფთავებითა და ნომერში 24-საათიანი მომსახურებითაა უზრუნველყოფილი.

კომპლექსის საზეიმო გახსნის ღონისძიება, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი საინფორმაციო სახის პრეზენტაციას დაეთმობა. მოწვეული სტუმრები ბათუმის "მაგნოლიის" ყველა შესაბამის სერვისს გაეცნობიან, ხოლო მეორე ნაწილი გერმანიიდან მოწვეულ ავანგარდულ პოპ-ბენდს დაეთმობა.RazOhara and Odd Orchestr სტუმრებს საათნახევრიან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებს.

ცნობისთვის, ბათუმის "მაგნოლიის" მშენებლობა წლების მანძილზე შეჩერებული იყო: კომპანია "ცენტრ-პოინტმა" 800-ზე მეტი მობინადრის წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და ბინები დაპირებისამებრ, 2008 წელს ვერ ჩააბარა. "ცენტრ პოინტის" ვალდებულებები მენეჯმენტკომპანია "დექსუსმა" 2010 წლის სექტემბერში გადაიბარა და 2010 წლის ოქტომბერში ბათუმის "მაგნოლიაში" მშენებლობა განაახლა.

"დექსუსმა" "ცენტრპოინტის" მართვაში აღების შემდეგ უკვე 12 ობიექტის მშენებლობა განაახლა. სამშენებლო სამუშაოებსა და პროექტების რეაბილიტაციაზე მთლიანობაში 23 მილიონი ლარი დაიხარჯა. 6 პროექტი უკვე დასრულდა და 1500 მობინადრე დაკმაყოფილდა. კომპანიის მიერ "ცენტრ-პოინტის" რეაბილიტაციის გეგმა შემუშავდა, რომლის მიხედვით, 2013 წლის ბოლომდე "ცენტრპოინტის" ყველა მომხმარებელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group