
წელს აზერბაიჯანი 2,1 მილიონ ტურისტს ელოდება, სომხეთი 800 ათასს,
საქართველოში კი რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი, 3 მილიონი ტურისტის
ჩამოსვლას ელოდებიან, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის აბულფას გარაევის თქმით, წელს აზერბაიჯანში ჩასული ტურისტების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა.
გარაევის განცხადებით, ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა - ამჟამად შენდება 46 ობიექტი, 22 კი უკვე ექსპლოატაციაშია ჩაშვებული. „ჩვენ ვხედავთ, როგორ განვითარდა ტურიზმი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 2001 წელს ჩვენი ტურისტული ობიექტები 6 ათას ტურისტს იტევდა, ახლა კი ტურისტებისთვის 31 თასი საწოლი ადგილია, საიდანაც ბაქოზე 11 ათასი მოდის,“ - აღნიშნა გარაევმა.
რაც შეეხება სომხეთს, წელს რესპუბლიკა შარშანდელთან შედარებით 20%-ით მეტი ტურისტის მიღებას ელოდება. წლის პირველ ნახევარში უკვე 15%-იანი ზრდაა დაფიქსირებული.2010 წელს სომხეთს 684 ათასი ტურისტი ეწვია, წელს კი სტუმრების საერთო რაოდენობა 800 ათასს მიაღწევს. ამასთან, თუკი ადრე ტურისტთა 60%-ს ეთნიკური სომხები შეადგენდნენ, რომლებიც სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან და სომხეთში ისტორიული სამშობლოს გასაცნობად ჩადიოდნენ, ბოლო წლებში ტურისტული მიზნით ჩამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. მაგალითად, რესპუბლიკაში ბევრი ირანელი ჩადის. ასევე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ევროპიდან, პირველ რიგში სკანდინავიიდან. ხელისუფლება ამას დოკუმენტური ფილმის - „სომხეთი - ნოეს ქვეყანა“ - გამოსვლით ხსნის, რომელიც ესპანელმა კინემატოგრაფისტებმა შექმნეს.
ტურიზმის ექსპერტის მარინა მეტრეველის შეფასებით, საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთს ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია აქვს, რომელიც რესურსების არა ხარჯვის, არამედ შენარჩუნებისკენაა მიმართული.
„სომხეთი მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში, თავად აწყობს გამოფენებსა და ღონისძიებებს, რისი გაკეთებაც კი ტურიზმის სფეროშია შესაძლებელი. საქართველოში კი ტურიზმის განვითარება ფრაგმენტულად მიმდინარეობს და რესურსების მხოლოდ ხარჯვაზეა აგებული. ავიღოთ სამთო კურორტების განვითარება - ვინმემ შეისწავლა, რა ზიანს აყენებს მთიან რეგიონებს მასშტაბური ტურისტული ობიექტების მშენებლობა ? მით უფრო, რომ უცხოელ ტურისტებს არა თანამედროვე ცათამბჯენები, არამედ ხელუხლებელი ბუნება და ტრადიციები აინტერესებთ. ამის დადასტურებაა ის, რომ წელს საქართველოში ჩამოსული ტურისტების 90% ქვეყნის ლანდშაფტის გასაცნობად ჩამოვიდა,“ - აცხადებს მეტრეველი.
Related Stories