| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კანადური ავია კომპანია, რომელიც თბილისიდან მესტიის მიმართულებით ფრენებს ასრულებდა, საქართველოდან გასვლას გეგმავს.
რადიო „კომერსანტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქართული ბაზრის დატოვებას ისინი წლის ბოლოსთვის აპირებენ. რა შეიძლება გამხდარიყო მათ მიერ საქართველოდან წასვლის წინაპირობა, ამ დროისათვის უცნობია.
შეგახსენებთ: 28 სექტემბერს თბილისიდან მესტიის მიმართულებით ფრანგული კომპანიის “ატეერის” საცდელი გაფრენა შედგა. მას ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია დაესწრო. სწორედ ამ საცდელი ფრენისას გააკეთა მან განცხადება, საიდანაც გაირკვა, რომ ფრანგული თვითმფრინავი მგზავრების გაცილებით მეტ რაოდენობაზეა გათვლილი, ვიდრე კანადური.
მინისტრის თქმითვე, ბოლო 3 თვის განმავლობაში ტურისტთა დიდი ინტერესი დაფიქსირდა სვანეთის მიმართ. შესაბამისად, საჭირო გახდა უფრო დიდი ზომის თვითმფრინავი. ქობალიას კანადური კომპანიის შესაძლო გასვლაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ცნობილია, რომ ფრანგული თვითმფრინავი მესტიის მიმართულებით ფრენებს სავარაუდოდ 2-3 თვეში დაიწყებს.
Related Stories