
ინტერპრესნიუსის ცნობით, 2013 წლის მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, მწვანე ბარათი ლატარიის მონაწილეებს აშშ-ში ლეგალური ემიგრაციის საშუალებას აძლევს. გამარჯვებულს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კომპიუტერი ავლენს. ყოველწლიურად მთელ მსოფლიო ში გაიცემა 55 000 საემიგრაციო ვიზა იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომელთაც აშშ-ში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში. განაცხადების მიღება 4 ოქტომბერს დაიწყება და 5 ნოემბერს დასრულდება.
ერთადერთი ვებგვერდი, საიდანაც თქვენი განაცხადის გაგზავნა შეიძლება, არის www.dvlottery.state.gov. მწვანე ბარათის ლატარეაში მონაწილეობისათვის განაცხადის შეტანა უფასოა. 2012 წლის 1 მაისიდან, მხოლოდ www.dvlottery.state.gov ვებგვერდზე შეგეძლებათ, შეიტყოთ, გაიმარჯვეთ თუ არა ლატარიაში. ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება იმ სარეგისტრაციო ნომრის მითითება, რომელიც განაცხადის შეტანისას მოგენიჭათ. ლატარიაში გამარჯვებულებს ინფორმაცია არ გაეგზავნებათ არც ელექტრონული და არც ჩვეულებრივი ფოსტით.
აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, არ ისარგებლონ კერძო საშუამავლო კომპანიების, ან თარჯიმანთა ბიუროების მომსახურებით მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობისათვის განაცხადის შევსებისას. საელჩოს წარმომადგენელთა განცხადებით, მათი საქმიანობა ხშირად თაღლითობასთანაა დაკავშირებული. პირმა, რომელიც შუამავალი კომპანიების მომსახურებით ისარგებლებს, შესაძლოა, ვერ მიიღოს აშშ-ის ვიზა.
Related Stories