
კომპანია Fly Dubai საქართველოში რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "პირWელს" კომპანიიდან აცნობეს, Fly Dubai -სა და საქართველოში მისი ავტორიზებული დისტრიბუტორის - Dubai.ge - ს ერთობლივი პრეზენტაცია დღეს, 17:00 საათზე სასტუმრო Holliday Inn-ში გაიმართება.
პრეზენტაციას Fly Dubai -ს კომერციული და რეგიონული განვითარების დირექტორები, ტურიზმისა და კურორტების დაპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი და ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი პერტაია დაესწრებიან.
Fly Dubai საქართველოში რეგულარულ რეისებს თბილისი-დუბაი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ 4 ნოემბრიდან შეასრულებს.
Fly Dubai 2008 წელს დაარსდა და Emirate Airline-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც რეისებს მსოფლიო ს 45 ქვეყნის მიმართულებით ასრულებს.
კომპანია მომხმარებელს დაბალ ფასსა და მომსახურების მაღალ ხარისხს სთავაზობს.
Fly Dubai-ს ახალი თაობის 189-ადგილიანი ბოინგ 737-800 აქვს, რომელიც უახლესი სენსორული ეკრანებითა და რეკაროს ბრენდის თანამედროვე სავარძლებითაა აღჭურვილი.
Related Stories