ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"არდი" და "იბერია ბიზნეს ჯგუფი" ავტომობილების შეძენის მსურველებს ახალ ერთობლივ აქციას სთავაზობენ

10/10/2011 17:53 (226 დღე 13:04 minutes ago)

სადაზღვევო კომპანია "არდი" და "იბერია ბიზნეს ჯგუფი" (IBG) ავტომობილ ების შეძენის მსურველებს ახალ ერთობლივ აქციას სთავაზობენ.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პირWელის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ რენო-ნისანის ცენტრში, ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიაზე პრეს-კონფერენცია გაიმართება.

აქციის პირობების მიხედვით, "ნისანის" ახალი, 2011 წლის  მოდელის - Micra-ს შეძენისას ავტომობილ ის მფლობელი სადაზღვევო კომპანია "არდისგან" საჩუქრად დაზღვევის 1-წლიან სრულ პაკეტს  მიიღებს.

ამასთან, ის, ვინც აქციის განმავლობაში Nisan Mikraს შეძენას გადაწყვეტს, სპეციალური ფასით ისარგებლებს. კერძოდ, მექანიკური ძრავის შემთხვევაში მოდელის ღირებულება 13 300 აშშ დოლარის ექვივალენტია ლარებში, ხოლო ავტომატური  გადაცემის კოლოფის შეთხვევაში - 14 700 აშშ დოლარის ექვივალენტი.

"მოხარულები ვართ, რომ ეს აქცია "იბერია ბიზნეს ჯგუფთან" ერთად წამოვიწყეთ. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ავტომობილ ის ღირებულებაში დაზღვევაც შედის. ავტომატურად დაზღვეული ავტომობილ ის ფლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია და ავტომფლობელებს როგორც თანხის, ასევე დროის ეკონომიას  გაუწევს. სადაზღვევო კომპანია "არდი" ყოველთვის ცდილობს, მომხმარებელს დაზღვევის განსაკუთრებული პირობები და ინვაციური მიდგომები შესთავაზოს. ეს აქცია ერთ-ერთი მსგავსი ნაბიჯია", - განაცხადა "არდი ჯგუფის" წარმომადგენელმა გიორგი ლომიძემ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group