„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

განახლებული სამთო – სათხილამურო კურორტები ტურისტებს ელოდებიან

ავტორი მარიამ პაპიძე, The FINANCIAL

11/10/2011 14:34 (225 დღე 16:24 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტებზე სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერს გაიხსნება. 

 

ქვეყნის სამ ყველაზე პოპულარულ კურორტზე -  გუდაურში, ბაკურიანსა და მესტიაში უკანასკნელი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მთიანი ზოლი ამ ზამთარს დამსვენებლებს განახლებულ ინფრასტრუქტურას, გაუმჯობესებულ სერვისს და ახალ ტურისტულ პროდუქტებს, სხვადასხვა კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებს შეთავაზებს.

 

საქართველოში 300 ზამთრის კურორტია. თუმცა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ წელს გუდაური და მესტია გამოყო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. გარდა მესტიისა და გუდაურისა, ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ განახლებულ ბაკურიანსა და ყაზბეგსაც ესტუმრონ.

გუდაური შესანიშნავი ადგილია ექსტრემალური სპორტის მოყვაარულთათვის. სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

სათხილამურო სეზონი გუდაურში დეკემრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

თუ სპორტის ისეთი ექსტრემალური სახეობების მოყვარული ხართ, როგორიცაა "ჰელისკი," მაშინ თქვენს მოთხოვნებს გუდაური აუცილებლად დააკმაყოფილებს.

2010 წლიდან  "გუდაურის" მფლობელი უკრაინული "პრივატ ჯგუფია,“ რომელმაც აქციათა 87 %-ი 14,5 მლნ დოლარად შეიძინა. "გუდაურის"  აქტივებში 4-ვარსკვლავიანი 122-ნომრიანი სასტუმრო "გუდაური", 12 კოტეჯი, 5 საბაგირო გზა, სამთო-სათხილამურო ტრასები, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და სპეც ტექნიკა შედის.

„როდესაც გარემოზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ უნიკალურია მესტია, სადაც კარგად არის შერწყმული სათხილამურო ინფრასტრუქტურა და კულტურული მემკვიდრეობა, ანუ უნიკალური სვანური კოშკები, მუზეუმი, ადგილობრივი ტრადიციები და სამზარეულო,“ გვითხრა  საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ჯაყელმა.

მესტია მდებარეობს მესტიის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. აქ ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7°C, იანვრის 6,4°C, ივლისის 16,4°C.

მესტიის გამგებელის შმაგი ნაკანის თქმით, მესტია ტურისტების მისაღებად მზად არის. „ სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. მთის ველოსიპედები, შეჯიბრებები, ჰაერნაოსნობა, სპორტული ღონისძიებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, კულტურული ღონისძიებები – ეს მცირეა იმ ჩამონათვალიდან, რასაც ტურისტებს შევთავაზებთ.  სასტუმროები და "გესტჰაუსები,“ ელექტროენერგიის ავზები უკვე შეკეთებულია. ჩვენ სხვადასხვა ტურებსაც შევთავაზებთ ვიზიტორებს, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

„ოჯახებით, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, დასვენების დროს უპირატესობას  კურორტ ბაკურიანს ანიჭებენ. გუდაური მიმზიდველია უფრო აქტიური დამსვენებლებისათვის,“ აცხადებს ჯაყელი.

ბაკურიანი მსოფლიო ს სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. ბაკურიანის მშვენებაა კოხტაგორა (2155 მ), საიდანაც კავკასიონის ქედის მწვერვალები მოჩანს. ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია სამთო სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის. აქ რთული, ადვილი და საშუალო სირთულის 16 სათხილამურო ტრასაა როგორც დამწყებთათვის, ისე მოყვარული და პროფესიონალი მოთხილამურეებისათვის.

სამივე კურორტი თითქმის ერთნაირ პირობებსა და ფასებს სთავაზობენ დამსვენებლებს. ერთი საათით ციგურებით სრიალი 5 ლარი ღირს. ცხენით გასეირნება ერთი საათით –  20 ლარი. შესაძლებელია ასევე სათვაალეების, თხილამურების, სნოუბორდერების ქირაობა.

სასტუმროების ფასები 25 დოლარიდან – 160 დოლარამდე მერყეობს. რაც შეეხება „გესტჰაუსებს,“ მათი საშუალო ფასი 50 ლარია.

დიდუბიდან და ვაგზლის მოედნიდან მიკროავტობუსებით ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 10 ლარი ღირს, მესტიამდე – 30 ლარი და გუდაურამდე –5 ლარი.

რაც შეეხება ავია ბილეთებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დან მესტიამდე ავია ბილეთის ღირებულება 150 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარის აეროპორტი დან – 40 ლარს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group