
წელს, შარშანდელთან შედარებით, უცხოეთში ტურისტულ საგზურებზე მოთხოვნა
მკვეთრად შემცირდა. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ ტურისტულ კომპანიებში „ინტერტურსა“ და
„ლევონ თრეველში“ აცხადებენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„ინტერტურის“ დირექტორის, ირინა მანჯგალაძის განცხადებით, მათთან მოთხოვნა 40%–ით დაეცა.
ანალოგიური მდგომარეობაა „ლევონ თრეველშიც“, სადაც უცხოეთის კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობა ასევე 40%–ითაა შემცირებული.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ე.წ. „ეგზოტიკურ“ ტურებზე მოთხოვნა, შარშანდლისგან განსხვავებით, ფაქტობრივად, არ არსებობს.
„ლევონ თრეველის“ დირექტორი თინა ზალდასტანიშვილი მოთხოვნის შემცირების მიზეზად მოსახლეობის შემოსავლების კლებას ასახელებს. „ადამიანებს აღარ აქვთ საკმარისი შემოსავალი ან შესაძლოა აქვთ, მაგრამ მომავალი არც ისე მყარი ეჩვენებათ. ამიტომ, ურჩევნიათ რაც შეიძლება მეტი ფული დაზოგონ,“ – ამბობს ზალდასტანიშვილი.
ორივე კომპანიაში აცხადებენ, რომ ტაილანდში წყალდიდობის გამო ამ მიმართულებით მოთხოვნა წელს საქართველოში არ არსებობს.
ამ პერიოდში ტურისტულ კომპანიებს ძირითადად საახალწლო საგზურებს უკვეთავენ. „ინტერტურში“ და „ლევონ თრეველში“ ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დაინტერესება დუბაის მიმართ შეინიშნება. თინა ზალდასტანიშვილის თქმით, ბოლო დროს რამდენიმე ახალი ავია კომპანიის შემოსვლა დუბაის საგზურის ფასს შედარებით გააიაფებს. რაც შეეხება ეგვიპტეს, აქ დასვენება ყველაზე ხელმისაწვდომია და ამიტომ, ამ ქვეყანას მომხმარებელი ყოველთვის ჰყავს.
„ინტერტურში“ ყველაზე ეკონომიური ტურისტული პაკეტი, ერთ ადამიანზე 800 დოლარია, „ლევონ თრეველში“ კი, საგზურების ღირებულება 2000 დოლარიდან იწყება. სააგენტოებში ამბობენ, რომ სამომავლოდ ფასში რაიმე რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
Related Stories