| „კაპიტანი +’’: ეგვიპტის მიმართულებაზე მოთხოვნა შარშანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა |
|
12/11/2011 12:09 (193 დღე 18:55 minutes ago) | ||||||||||||
![]() ქართულ ბაზარზე ეგვიპტის მიმართულებით ტურისტული მოთხოვნა შარშანდელი წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაუბრუნდა. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ ტურისტულ კომპანია „კაპიტანი +’’–ში აცხადებენ, რომელიც აღნიშნული მიმართულებით ტურისტულ სეზონს 21 ნოემბრიდან ხსნის.
„კაპიტანი +“ ბაზარზე ახლადშემოსული ავია კომპანია „ეარ ქაიროს“ ჩარტერული რეისით დამსვენებლებს შარმ ელ შეიჰში ჩაიყვანს. 21 ნოემბრის რეისზე 10–დღიანი ტურისტული პაკეტის ფასი 399 დოლარიდან იწყება და რეისები 8–დან 10 დღემდე ინტერვალებით შესრულდება. პროგრამა მარტის ბოლომდე გასტანს და მის ფარგლებში „კაპიტანი +’’ 1500-2000 მგზავრის გადაყვანას გეგმავს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


