
ტავ ჰოლდინგმა ყველაზე მაღალი 610 მილიონი ევროს ღირებულების სატენდერო
განაცხადით გაიმარჯვა სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის მიერ
გამოცხადებულ ტენდერში, რომლის შედეგადაც მას მიენიჭა იზმირის ადნან
მედერესის აეროპორტი ს საერთაშორისო ტერმინალის, CIP-ის, ადგილობრივი
ტერმინალის და სხვა დამხმარე საშუალებების ოპერირების უფლება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ტავ აეროპორტებმა ტენდერის 11-ივე ეტაპზე წარადგინა სატენდერო წინადადება და აჯობა ყველა სხვა ტენდერში მონაწილე კომპანიას, მათ შორის IC İçtaş-Fraport-ს და Limak-GMR Group-ს, აღმოჩნდა რა საუკეთესო და ყველაზე მაღალი ღირებულების სატენდერო წინადადების ავტორი.
ტავ ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა - სანი შენერმა აღნიშნა: „ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ იზმირის ადნან მენდერესის აეროპორტი ს ოპერირებაზე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. ახალი ტერმინალის შენობა, რომელიც უნდა აშენდეს და ადგილობრივი და საერთაშორისო ტერმინალების გაზრდილი გამტარუნარიანობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს რეგიონის შემდგომ წინსვლას“.
სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, 2011 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში იზმირის ადნან მენდერესის აეროპორტი მოემსახურა 7,332, 000 მგზავრს, ეს მონაცემები 15%-ით აჭარბებს 2010 წლის მაჩვენებლებს იმავე პერიოდისთვის.
ტავ ჰოლდინგი მსოფლიო ს ერთ-ერთი წამყვანი ოპერატორია აეროპორტების ოპერირებაში და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა. ტავ ჰოლდინგი ასევე ოპერირებას უწევს სტამბულის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიაში არსებულ 2 აეროპორტს და აეროპორტებს ტუნისში. 2012 წლიდან ჰოლდინგი დაიწყებს საუდის არაბეთის მედინას აეროპორტი ს ოპერირებასაც. ტავ აეროპორტები უზრუნველყოფენ აეროპორტების სხვა ისეთი სფეროების ოპერირებასაც, ამას გარდა, უზრუნველყოფს უბაჟო ვაჭრობის, კვების ობიექტებისა და კომერციული სფეროს ოპერირებას რიგის აეროპორტში, ლატვიაში. 2010 წ. ტავ ჰოლდინგი მოემსახურა 420,000 რეისს და დაახლოებით 48 მილიონ მგზავრს.
Related Stories