
სომხეთი და საქართველოს ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შექმნას აპირებენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მათ გეგმებში ასევე შედის საბაჟო პუნქტების მოდერნიზება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა. ამის შესახებ ბათუმში ყოფნისას სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა განაცხადა. „ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სამშენებლო სამუშაოებს 2012 წელს დავიწყებთ და გამშვებ პუნქტებს მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანთ,“ – განაცხადა სარქისიანმა.
მისივე თქმით, მხარეებს სურთ ახალი საბაჟო მეთოდოლოგიის დანერგვა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის საბაჟო პუნქტები ერთიანობაში განიხილება და შესაბამისად, მოქალაქეებისა და ბიზნესმენებისთვის საზღვრის გადალახვა უფრო მოსახერხებელი იქნება.
მეორე პრიორიტეტად ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შემუშავება დასახელდა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის პატრონაჟით. „ეს, პირველ რიგში, ევროპულ ტურიზმს ეხება. კვლევები ადასტურებს, რომ ევროპელი ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ ერთი კვირის განმავლობაში ორი ქვეყნის დათვალიერებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ერთობლივი ტურისტული მარშრუტები,“ – განაცხადა სარქისიანმა. მან ასევე ისაუბრა ერთობლივ ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში. „მაღალვოლტიან ელექტროენერგეტიკასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაიწყო,“ – აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
ერთობლივი გამშვები პუნქტების აუცილებლობას ხაზი ნიკა გილაურმაც გაუსვა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის 42%–ით გაიზარდა.
Related Stories