“ქდმ” ჰომოსექსუალობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს დაიწყება

22/11/2011 13:05 (183 დღე 18:04 minutes ago)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, კოპიტნარის აეროპორტიმშენებლობა ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს დაიწყება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც "პირWელს" ქობალიამ განუცხადა, აეროპორტი ს მშენებლობის დასრულება მომავალი წლის სექტემბერში იგეგმება.

მისივე თქმით, ობიექტის მშენებლობა სახელმწიფო რესურსით განხორციელდება, თუმცა ეკონომიკის მინისტრმა კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა შემდგომში კოპიტნარის ეროპორტის პრივატიზება, ვერა ქობალიას თქმით, "აეროპორტს გამოცდილი ოპერატორი აუცილებლად სჭირდება".

"აუცილებელია, რომ ნორმალური ფუნქციონირებისთვის აეროპორტს გამოცდილი ოპერატორი ჰყავდეს. ჩვენ სწორედ ამ პროცესში ვართ ეხლა, რომ მის მართვაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ", - განაცხადა ქობალიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ "ქუთაისის აეროპორტი ს" სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაყიდვის შესახებ ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის 18 მარტს გამოაცხადა, თუმცა შემდეგ ობიექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრივატიზება "გადაიფიქრეს".

ცნობისთვის, შპს "ქუთაისის აეროპორტი " სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოა, რომელიც ქალაქ ქუთაისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. იგი 35,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთსა და 2300 კვ.მ. შენობის ფართს მოიცავს. აეროპორტი ს ამჟამინდელი გადაზიდვის ტევადობა საათში 200 მგზავრს შეადგენს. მის ოპერირებას შპს "ქუთაისის აეროპორტი " ახორციელებს.

აეროპორტი ყოველგვარი სეზონური შეფერხების გარეშე 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group