
რადიო კომერსანტის ცნობით, Flydubai ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ავიაკომპანიის პირველი რეისი ბელგრადიდან 22 ნოემბერს შესრულდა. „კომპანიის ახალი მარშრუტი სერბეთში ნიშნავს კომპანიის შემდგომ გაძლიერებას საერთაშორისო სამარშრუტო ქსელში, რომელიც ამჟამად მოიცავს 46 დანიშნულების ადგილს 27 ქვეყნის მასშტაბით,“ - აცხადებენ flydubai-ში.
კომპანიის რეისები მოიცავს არაბეთის ნახევარკუნძულს, შუა აღმოსავლეთის, ჩრდილო აფრიკას, ინდოეთის ნახევარკუნძულის, აზიისა და ევროპის ქვეყნებს. ფრენები ბელგრადიდან ხორციელდება კვირაში ოთხჯერ. ერთი გზა დუბაიდან ბელგრადის მიმართულებით 160 ევროა, ხოლო ერთი გზის ღირებულება ბელგრადი-დუბაის მიმართულებით 170 ევროდან იწყება. ფასში შედის ხელბარგი 7 კგ-მდე და მცირე ზომის ლეპტოპი ან ხელჩანთა. დამატებით ღირებულებაში შედის 20 კგ ტვირთი.
შეგახსენებთ: Flydubai ავია ციის ბიზნეს დაჯილდოებაზე „წლის ყველაზე დაბალფასიან კომპანიად დასახელდა.კომპანიამ საქართველოდან დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება 5 ნოემბრიდან დაიწყო. ორმხრივი მიმართულებით ბილეთის ფასი 270 დოლარია.
Related Stories