საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

საქართველო-თურქეთის სავიზო შეთანხმება ძალაში 10 დეკემბერს შევა

28/11/2011 14:30 (177 დღე 16:40 minutes ago)

blue-mosque-and-the-bosphorus-istanbul-turkey.jpg

ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმება სავიზო რეჟიმის შეცვლის შესახებ ძალაში 10 დეკემბერს შევა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


როგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ოქმი, რომელსაც 2011 წლის 31 მაისს სარფში მოეწერა ხელი, 10 დეკემბერს შევა ძალაში.


"აღნიშნული ოქმის მიზანია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ორ სახელმწიფოს შორის მიმოსვლის გამარტივება", - აცხადებს კალანდაძე.


მისივე თქმით, ოქმის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული და ქართული და ინგლისურენოვანი საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეეძლებათ მხოლოდ პირადობის მოწმობების მეშვეობით, იმოგზაურონ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის.
კალანდაძის განცხადებით, ოქმი ასევე ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეზღვაურთა და მფრინავთა მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურეობრივი დოკუმენტებით საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group