ივანიშვილი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდეს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს ვადებში დაიწყება

02/12/2011 13:48 (173 დღე 17:23 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-12 სხდომა გაიმართა, რომელზეც, საქართველო–ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი განიხილეს,იუწყება მედიანიუსი.

 

როგორც სხდომაზე ითქვა, მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამხვილეს სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და კორუფციასთან ბრძოლის საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გირიგოლ ვაშაძის თქმით, მხარეებმა განიხილეს  საქართველოს ეკონომიკის სფეროში მიმდინარე რეფორმები.

,,ვისაუბრეთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგზე და ეს ფარავს ყველაფერს რეგიონალური მდგომარეობიდან დაწყებული, საქართველოსა და ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური კურსით დამთავრებული. ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში გაკეთდება განცხადებები გაღრმავებულ თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე“, _ განაცხადა მინისტრმა.

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს განცხადებით, საქართველო–ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები უფრო მყარდება.

,,მოლაპარაკებები ეკონომიკურ ინტეგრაციასა და უფრო ღრმა სავაჭრო ურთიერთობებზე მალე დაიწყება. სავიზო საკითხებში თანამშრომლობაც კარგად მიმდინარეობს და ეტაპობრივად მივიწევთ წინ თავისუფალი სავიზო რეჟიმის გამოცხადებისკენ“, _ განაცხადა ფულემ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group