ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

განახლებული გუდაური ტურისტებს დეკემბრის ბოლოდან ელის

08/12/2011 14:06 (167 დღე 17:08 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

თბილისის მერმა გიგი უგულავამ "ივენთ ჰოლში" სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია  გამართა.


პირWელის ცნობით, ღონისძიებაზე ასევე  გუდაურის ვებ-გვერდის და ნიაზ დიასამიძის მიერ გუდაურზე შექმნილი ახალი სიმღერისა და კლიპის ჩვენება გაიმართა.

როგორც უგულავამ განაცხადა, "შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების მასშტაბურობა საუკეთესო პასუხია ყველა სკეპტიკოსისთვის იმის შესახებ, რომ თუ არის პოლიტიკური  ნება, ერთიანი ხედვა, კომპეტენცია და ეფექტური აპარატი, 6 თვის განმავლობაშიც კი შეიძლება სასწაულის მოხდენა".

"ძველი გუდაურის მახლობლად ფაქტობრივად ახალ კურორტს, ახალ გუდაურს ვაშენებთ, მსოფლიო ს უმაღლესი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად. წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, გზა და განვითარებისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა უკვე მიყვანილია.ყოველივე ამის შედეგად  გუდაურში ეკონომიკური აქტივობა უკვე გაიზარდა. იქ ბიზნესი ს დაწყების უამრავი მსურველიც გამოჩნდა, ესე იგი, არის წინაპირიბა, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. გუდაურმა პირველად მისი არსებობის ისტორიაში, პირველი საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ კი გადაწყვიტა, 18-20 თებერვალს 300 უცხოელი სპორტსმენის მონაწილეობით სწორედ გუდაურში სნოუბორდში თასის გათამაშება ჩაატაროს. ჩვენ რესურსების მობილიზება და მისი ოპტიმალური და ეფექტური მართვა მოვახდინეთ, გნებავთ, ამას პატრონობა ან ლობირება დავარქვათ. მინდა, ყველა იმ სტრუქტურას, რომრლმაც მონაწილეობა მიიღო კურორტის განვითარებაში, მადლობა გადავუხადო. ესენია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროები, ასევე მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაცია, ასევე კერძო სექტორი და ყველა ის ადამიანი, ვინც დღემდე სიცივეში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დგას და მუშაობს, რათა გუდაურის მოყვარულებსა და ტურისტებს  გაუმჯობესებული კურორტი დახვდეთ. დღევანდელი გუდაური კარგი მაგალითია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანი ეფექტური მუშაობის. შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების მაშტაბურობა, ვფიქრობ, საუკეთესო პასუხია ყველა სკეპტიკოსისთვის, რომ თუ არის პოლიტიკური  ნება, ერთიანი ხედვა, კომპეტენცია და ეფექტური აპარატი, 6 თვის განმავლობაშიც კი შეიძლება სასწაულის მოხდენა. ამასთანავე, მეგობრებო, გუდაური არ არის ის კურორტი, რომლის მთელი პოტენციალის ამოქმედება 6 თვეშია შესაძლებელი"- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, გუდაურის პოპულარიზაციისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით 2011 წლის გაზაფხულიდან თბილისის მერიამ გუდაურის განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო.

როგორც თბილისის მერია იუწყება, ჩატარებული სამუშაოების შედეგად "გუდაურის განვითარების პროექტის" ფარგლებში ტერიტორიის რელიეფის ანალიზი ჩატარდა, ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება და საბაგირო სქემა მომზადდა. ძველ გუდაურში საბაგიროები განახლდა და ბაგირები შეიცვალა, ახალი სკამები დამონტაჟდა. საბაგიროს გამტარუნარიანობა გაიზარდა და მას სიჩქარე მოემატა. სათხილამურო გზები გასუფთავდა, შესაბამისად, უკვე შესაძლებელი იქნება  მცირე რაოდენობის თოვლზე სრიალი, თოვლის სატკეპნი 5 მანქანა შეკეთდა და 1 ახალი დაემატა. ასევე წყალ-კანალიზაციის სისტემისა და გზების რეაბილიტაცია განხორციელდა, გარე განათება დამონტაჟდა, ნაგავსაყრელი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ბენზინგასამართი სადგური აშენდა, აფთიაქი, სუპერმარკეტი და სასტუმროები განახლდა. მსოფლიო ში ცნობილი კომპანია Ecosign-ის მიერ "ახალი გუდაურის" დაგეგმარება განხორციელდა და შემუშავებული პროექტის მიხედვით ტერიტორია ინვესტორები სათვის ბევრად უფრო მიმზიდველი  გახდა.

"ახალ გუდაურამდე" 2-კილომეტრიანი გზაა გაყვანილი, ინფრასტრუქტურა განვითარდა, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალ-კანალიზაციის სისტემები დამონტაჟდა. სათხილამური გზის ქვევით 50-მეტრიანი სა ავტომობილ ო გვირაბი აშენდა, 1 000 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყო.


"ახალ გუდაურში" კავკასიის მაშტაბით  ყველაზე გრძელი გონდოლა დამონტაჟდა, რომლის სიგრძე 2 450 მეტრია, თითოეული გონდოლა 10 ადამიანზეა გათვლილი. ის სწრაფია და მგზავრთა დანიშნულების ადგილამდე მიყვანას 17 წუთზე ნაკლებს ანდომებს.

სათხილამურო გზა 21 კმ-დან 57 კმ-მდე გაიზარდა. სპეციალურად დამწყებთათვის და ბავშვებისთვის 400 მ ბიგელი, 4 მოძრავი ხალიჩა, სასრიალო მილები და გასართობი მოედანი დამონტაჟდა. თოვლმავლებისთვის დამოუკიდებელი გზა გაკეთდა, რომელიც მოთხილამურეებს ხელს აღარ შეუშლის. ტურისტული სერვის-ცენტრი, გაყიდვების ოფისი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისი აშენდა.


გუდაური მთლიანად აღიჭურვა WI-FI-თ.

ამ ეტაპზე "ახალ გუდაურში" სასტუმროები, რესტორნები, ბარები და სხვადასხვა გასართობი საშუალებები შენდება.

განახლებული გუდაური ტურისტებს დეკემბრის ბოლოდან ელის და მათ ახალ სერვისებსა და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group