საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

სასტუმრო „ანაკლია“ ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს

ავტორი მარიამ პაპიძე, The FINANCIAL

09/12/2011 15:43 (166 დღე 15:32 minutes ago)

hotel_anaklia.jpg

„დასავლეთ საქართველოში მდებარე სასტუმრო „ანაკლიის“ კომპლექსის მშენებლობა ზე 8 მლნ. ლარი დაიხარჯა. ჩვენი სასტუმრო საუკეთესო ადგილია დასვენებისათვის მთელი წლის განმავლობაში,“  ამბობს სასტუმრო „ანაკლიას“ გენერალური დირექტორი, იოსებ თოდუა The FINANCIAL – თან საუბარში.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


„სასტუმრო „ანაკლია“ პირველი და ნათელი წერტილი იყო სამეგრელოს საზღვაო კურორტის განვითარებაში. მისი გამოჩენა მწვანე შუქი გახდა სხვა ინვესტორები სა, თუ კერძო კომპანიებისთვის,“ გვითხრა თოდუამ.


ახლახანს გახსნილი „ანაკლია“ თანამედროვე სასტუმრო კომპლექსია შავი ზღვის პირას ინდივიდუალური და კორპორატიული დასვენებისთვის, ღონისძიებების, კონფერენციებისა და ტრეინინგების ჩასატარებლად.


„სასტუმრო „ანაკლიას“ პროექტი მთლიანად ქართული ინვესტიციით განხორციელდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით სამეგრელოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სასტუმრო „ანაკლია“ პირველი, თანამედროვე, სასტუმრო კომპლექსია კურორტ ანაკლიაში. კომპლექსის მშენებლობა 2009 წელს დავიწყეთ და 2010 წლის 7 აგვისტოს  კი სასტუმრო გავხსენით.“


რატომ გადაწყვიტეთ სასტუმროს აშენება ანაკლიაში? რა არის მიმზიდველი ამ ადგილში? რით გამოირჩევა სხვა ზღვისპირა ქალაქებისგან?


ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილება ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოცხადების შემდეგ მივიღეთ. ინვესტორებს მიწა, სასტუმროს პროექტი და ყველა კომუნიკაცია სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემოდათ. რა თქმა უნდა ეს მიმზიდველი გარემო იყო ინვესტიციის განსახორციელებლად.


ანაკლიის უპირატესობაა ისიც,  რომ აქ დიდი მასშტაბური კომპლექსების მშენებლობა ა დაგეგმილი, რითაც ეს ადგილი  სხვა ქართული საზღვაო კურორტებისგან განსხვავდება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ანაკლია თანამედროვე და მსოფლიო სტანდარტის კურორტად ჩამოყალიბდება.


მნიშვნელოვანია, რომ ახალი საზღვაო კურორტი გამორჩეულია განსაკუთრებული და რბილი კლიმატით, სადაც პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში კარგი ამინდებია. ამინდთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა  განაცხადა -  „ანაკლიაში როგორც წესი, არ წვიმს და აქ განსაკუთრებული კლიმატია“. ანაკლიის სანაპირო ზოლი ქვიშიანია, რომელიც სამკურნალო თვისებებით არის გაჯერებული. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ მწერები საერთოდ არაა ანაკლიაში.


რას მოიცავს "ანაკლიის" კომპლექსი?


სასტუმრო „ანაკლიას“ ხუთსართულიან შენობაში განთავსებულია 42 კომფორტული ნომერი:  38 სტანდარტული და სამი სუიტი. ყველა სასტუმრო ნომერს აქვს ღია აივანი ზღვის სანაპიროს ხედით.


რა ტიპის სერვისებს სთავაზობს სასტუმრო თავის დამსვენებლებს?


სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ოთახი, რესტორანი, ბარი, საბილიარდო და ღია საცურაო აუზი.


სანაპიროს გასწვრივ ველოსიპედით გასეირნება სასტუმროს სტუმრების საყვარელი გართობა გახდა. დამსვენებლები თავისუფალ დროს სამაგიდო თამაშებით იქცევენ თავს. მიმდინარე წელს გაიხსნა ასევე იახტკლუბი.


რაც შეეხება სიახლეს, სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს სადღესასწაულოდ გაწყობილი  კარავი, რომელიც ბევრი ლამაზი და საზეიმო კორპორატიული საღამოს თუ ღონისძიების მოწყობისა და თავშეყრის ადგილი გახდა. საქართველოში ხელისმოწერის ცერემონიისთვის ძირითადად ქორწინების სახლებს მიმართავენ, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია ამ მშვენიერი ცერემონიის ზღვის სანაპიროზე  გადატანა, რაც ევროპაში დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და ნელ–ნელა ამ  ტენდენციამ  საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. ახალდაქორწინებული წყვილები ბედნიერი წუთების აღბეჭდვას სიმბოლურად ანაკლიას უკავშირებენ.


როგორ მენიუს სთავაზობთ სასტუმროს რესტორანში?


ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული ასვე უცხოური კერძები. თუმცა სასტუმროს მდებარეობიდან გამომდინარე უპირატესობას მეგრულ სამზარეულოს ვანიჭებთ.


სასტუმროს აქვს გამორჩეული, განსხვავებული - მავრიტანული არქიტექტურული სტილი . რატომ მიანიჭეთ უპირატესობა მავრიტანულ არიტექტურულ სტილს?


შენობის არქიტექტურულ გადაწყვეტაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მავრიტანული არქიტექტურული სტილი , რამაც გამოიწვია ხშირი და სხვადასხვა ფორმის თაღებისა და ხის დარაბების გამოყენება. მავრიტანული სტილი ს ელემენტები ასევე გამოყენებულია ინტერიერშიც, რაც მეტად მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის ზღვის პირას მდებარე სასტუმროს. საზღვაო კურორტზე ჩვენი სასტუმრო გამორჩეული და საკმაოდ შთამბეჭდავია.


სანაპიროს  პალმები ამშვენებს.  დღითიდღე ვითარდება ესპანელი არქიტექტორების დაპროექტებული ბულვარიც.  უკვე აშენდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, დაგეგმილია სხვა სპორტული თუ დასვენების ობიექტების მშენებლობა ც.
მჯერა, რომ ანაკლია შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი კურორტი გახდება, აქ  დასვენება კი უახლოეს წლებში კომფორტული და პრესტიჟულიც იქნება. 


სასტუმრო უკვე 1 წელია რაც გაიხსნა. ამ პერიოდში რა რაოდენობის სტუმრებს უმასპინძლეთ?


საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავდა ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. ტურისტთა ძირითადი ნაკადი უკრაინიდან რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იყო. ისინი გვსტუმრობდნენ დასასვენებლად, სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, ტრეინინგებზე და ბიზნეს შეხვედრებზე. ყველაზე მაღალი აქტივობა ამ ზაფხულს დაფიქსირდა, სასტუმრო სრულად დაიტვირთა.


ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დამსვენებლები  სეზონზე მეტად გააქტიურდებიან. ანაკლიაში სეზონი მაისიდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ჩვენი მთავარი უპირატესობა ფასისა და სერვისის იდეალური კომბინაცია.


სასტუმრო „ანაკლია“ არ არის ძვირადღირებული სასტუმრო. ჩვენთან საშუალოშემოსავლიან ოჯახებსაც შეუძლიათ კომფორტულად დასვენება.ზაფხულის სეზონზე საკმაოდ მოთხოვნადია ოჯახური არდადეგები. ჩვენ ყველანაირ პირობებს ვთავაზობთ ბავშვიან ოჯახებს დასასვენებლად. ამასთან, 10 წლამდე ბავშვებისთვის სასტუმროში დასვენება უფასოა. ამ სეზონზე უფრო ჭარბობს დამსვენებლები, ხოლო შემოდგომა–ზამთრის სეზონზე აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებთან. ასე რომ სასტუმრო დატვირთულია მთელი წლის განმავლობაში.


კორპორატიული კლიენტებისთვის სპეციალური შეთავაზებები გვაქვს. ვთავაზობთ დაგეგმონ კონფერენციები, სემინარები და ღონისძიებები სრულყოფილად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზში. „გვესტუმრეთ, იმუშავეთ, დაისვენეთ და გაერთეთ“, - ასე მოვუწოდებთ ჩვენს კლიენტებს. დაგეგმეთ თქვენი დასვენება  და აქტივობა ჩვენთან, აქ ყველა პირობაა ამისთვის.


უწევს თუ არა კონკურენციას "ანაკლიის" სასტუმროს ბათუმში არსებული "რადისონის," " შერატონი ს" სასტუმროები? თვითონ კურორტი ანაკლიაც, რამდენად ახერხებს კონკურენცია გაუწიოს ბათუმს?


ჯერჯერობით ანაკლია და ბათუმი ერთმანეთს შეავსებენ და არავითარ შემთხვევაში არ იქნებიან კონკურენტები. ეს ორივე შავი ზღვისპირეთში ერთიანი ტურისტული პროდუქტი იქნება. ანაკლიის საკურორტო ბრენდად ჩამოყალიბებას წლები დასჭირდება. დღეისათვის ანაკლია წმინდა საზღვაო კურორტად გვევლინება.


ანაკლია ახალი სახითა და მშენებლობის მასშტაბებით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს კურორტთა შორის.


რამდენი ადამიანია დასაქმებული სასტუმრო ანაკლიაში და რამდენად მიმზიდველია სამუშაო პირობები? სად მოიძიეთ გამოცდილი კადრები?


სასტუმროში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. კადრების მოზიდვა და მოძიება საკმაოდ რთული გამოდგა. გამოცხადებულ ვაკანსიებში ძირითადად ადგილობრივი და ზუგდიდში მაცხოვრებლები იღებენ მონაწილეობას. სასტუმროში დასაქმების მსურველთა რაოდენობა დღითდღე იზრდება.


ვინ არიან სასტუმრო „ანაკლიას“ არქიტექტორები?


სასტუმრო „ანაკლიის“ პროექტი ქართველ დიზაინერებს ეკუთვნით, კერძოდ შპს „კერა 2009“–ს, რომლის დირექტორიც ცნობილი არქიტექტორი გივი ჯაყელია, პროექტის მთავარი არქიტექტორი - ნიკა სებისკვერაძე, ხოლო არქიტექტორები  - დ. ელიკაშვილი და ი. ზაუტაშვილი.  პროექტის შექმნაზე გამოცხადებულ ტენდერში სწორედ რომ ამ კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ესპანელი არქიტექტორების მოწონება მათ დაიმსახურეს.


რამდენად ხელმისაწვდომია სასტუმროს ფასები დამსვენებლებისთვის?


მისაღები ფასების გამო სასტუმრო დატვირთულია მთელი წლის განმავლობაში.


ანაკლია საუკეთესო ადგილია ყველა სეზონზე ეს არის თქვენი სასტუმროს სლოგანი, ზაფხულის გარდა სხვა სეზონებზე რას სთავაზობთ დამსვენებლებს?


სასტუმრო  „ანაკლია“ დამსვენებლებს და კორპორატიულ კლიენტებს საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს, დაგეგმონ გასვლითი ტურები, კორპორატიული ღონისძიებები, ტრეინინგები  და ინდივიდუალური დასვენება ჩვენს სასტუმროში ყველა სეზონზე. გაატარონ თავისუფალი დრო, უქმეები  მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.


სასტუმროში მშვიდი და სასიამოვნო გარემოა, თანამედროვედ და კომფორტულად მოწყობილი ოთახები მნიშვნელოვანი პირობაა დასვენებისა და საქმიანი ვიზიტისათვის. მყუდრო ატმოსფეროსთან ერთად ვთავაზობთ, უგემრიელეს სამზარეულოს, მაღალხარისხიან სერვისს, ასევე მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი პერსონა ლის მომსახურებას.


ქეთი ბოჭორიშვილმა, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, რომ ინდოელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან ანაკლიის ტურისტულ ზონაში ინვესტირებით. ანაკლიაში სასტუმროს აშენების სურვილი გამოთქვეს კომპანიებმა ჰონკონგიდან, გაერთიანებული ემირატებიდან, ინგლისიდან და თურქეთიდან. თქვენ რას იტყოდით ასეთი კონკურენტული გარემოს შექმნასთან დაკავშირებით? რამდენად შეძლებს სასტუმრო ანაკლია არათუ დაკარგოს თავისი დამსვენებელი, არამედ გაზარდოს მათი რიცხვი?


მე მივესალმები ამ ფაქტს. ჯანსაღი კონკურენცია გაზრდის ტურისტულ ნაკადს, კონკურენტული გარემო კი ხელს შეუწყობს  სასტუმრო ბიზნესი ს და მათ შორის ჩვენი სასტუმროს განვითარებას. დაიხვეწება მომსახურება, გაფართოვდება სასტუმროს პროდუქტების სახეები და ამით კი მოგებული მომხმარებელი დარჩება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group