ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

სასტუმროების ინსდუსტრია მსოფლიოში

22/12/2011 10:56 (153 დღე 20:21 minutes ago)

hotel-marriot.jpg

სასტუმრო მარიოტის გლობალური ქსელი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი სახეობაა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სატუმროს აღმასრულებელი დირექტორის თქმით ამ წარმატების საფუძველს, არა-მარტო მომხმარებელზე ზრუნვა წარმოადგენს, არამედ სასტუმროს თანამშრომლებისათვის კარგი პირობების შექმნაც განაპირობებს:

„თანამშრომლებისათვის კარგი სამუშაო პირობების შექმნა კლიენტების  მომსახურების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.  ყველას თანაბარ  პირობებში ყოფნა სურს,-“ ამბობს  79 წლის ბილ მარიოტი, რომლის მოსაზრებას, თანამშრომლები და  კონკურენტები ერთნაირად ეთანხმებიან.

სწორედ ამგვარი მიდგომით გახდა შესაძლებელი 3600 სასტუმროს მშენებლობა მსოფლიო ს 70 ქვეყანაში.

სასტუმროების საერთაშორისო ბრენდი „მარიოტი“ მომხმარებელს სტანდარტული ნომრების გარდა ლუქსის ტიპის ოთახებსაც სთავაზობს. ოთახების ფართო და ნათელი სივრცე კლიენტის კომფორტზეა ორიენტირებული.

„მარიოტის“ ახლად დანიშნული აღმასრულებელი ხელმძღვანელი არენ სორენსონი სასტუმროს გლობალური გაფართოების  გეგმის სისრულეში მოყვანას აპირებს:

„ჩვენ ვარსებობთ, ვითარდებით  ოქროს ხანის მოგზაურობის ახალ სამყაროში, რომელიც ბიზნეს ინდუსტრიის გაზრდასა და გაფართოებას მსოფლიო ს მასშტაბით უწყობს ხელს. ამის ნათელი მაგალითია ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია. მსგავსი ტენდენციები შეინიშნება სუბ-საჰარის აფრიკაშიც.“

თუმცა, ბილ მარიოტსა და არენ სორენსონსაც, რომლებიც ასევე კომანიის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან, ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი და არაბული გაზაფხულის შედეგები საგრძნობლად აშფოთებთ:

ბიზნესი სუბ-საჰარის აფრიკაში კარგად ვითარდება. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გვაქვს მცირეოდენი შეფერხება. მიუხედავად ამისა,  ვფიქრობთ რომ ბიზნესი ს  განვითარებისათვის იქაც საკმაოდ კარგი ნიადაგია, რასაც მინერალებისა და ნავთობის დიდი მარაგის ქონა უწყობს ხელს.“

2010 წელს მარიოტის საერთაშორისო ქსელმა 12 მილიონი დოლარის მოგება დააფიქსირა, რომლის ყველაზე დიდი წილი ჩინეთსა და ბრაზილიაზე მოდის.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group