
წელს სასტუმრო სექტორის უმთავრესი პრობლემა, გასული წლის მსგავსად, კვლავ რთული სანიტარული მდგომარეობა იყო.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც ,,გლობალ სტარის” დამფუძნებელმა მიხეილ ბატიაშვილმა commersant.ge–ს განუცხადა, ამ მხრივ ქართულ სასტუმროებში კვლავ მძიმე სიტუაციაა.
,,მართალია წლის განმავლობაში არაერთხელ ვამოწმებთ სასტუმროებს, მაგრამ მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, საჭიროა მომხმარებლის აქტიურობა და მათი მხრიდან პრეტენზიების გამოთქმა,” - აცხადებს ბატიაშვილი. მისი შეფასებით, სასტუმროებში ასევე გასაუმჯობესებელია კვების ობიექტების ხარისხი და მომსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში სტანდარტებთან მიახლოება ქართულ სასტუმროებს გაუჭირდება.
რაც შეეხება გაუმჯობესებას, ,,გლობალ სტარის“ დამფუძნებელი სასტუმროების მშენებლობის დაგეგმარების გამოსწორებას აღნიშნავს.
ბატიაშვილი 2012 წლის გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მომავალ წელს სასტუმროები ისეთ რეგიონებში აშენდება, სადაც ამ დრომდე არცერთი ოტელი არაა განთავსებული. მაგალითად, თეთრიწყაროში და კახეთის რამდენიმე რაიონში.
ცნობისთვის: საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალ სთარის“ ქართული წარმომადგენლობა სასტუმროებისა და კვების ობიექტების კლასიფიკაციას ადგენს, პარალელურად კი კერძო ტიპის სასტუმრო სახლებს ამოწმებს.
Related Stories