
ავიაკომპანია „ აირზენა “ 2011 წელს მომხმარებლების გაზრდილი რაოდენობით ასრულებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მენეჯმენტის ცნობით, გასულ წელთან შედარებით „ აირზენა ს“ სერვისებზე მოთხოვნამ 15%–ით მოიმატა.
ნინო გიორგობიანის თქმით, წელს ბათუმის აეროპორტი დან ათი ახალი მიმართულება დაამატეს. ამჟამად კომპანია თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან 22 პირდაპირ რეისს ახორციელებს. „ აირზენა ს“ განმარტებით, 2011 წელს ქართველ მომხმარებლებს შორის პოპულარობით თელ–ავივის, კიევი ს და მოსკოვის მიმართულები სარგებლობდა.
ამასთან, კომპანია ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლასაც აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო რეგულირება არასათანადო დონეზეა, რაც საბოლოო ჯამში ბაზარზე ქაოსს გამოიწვევს. მათი თქმით, არ არის გამორიცხული რუსეთის ავიბაზარზე არსებული ქაოსური მდგომარეობის ანალოგიური მოხდეს საქართველოშიც. მათივე განცხადებით, გაუგებარი სერვისების შეთავაზებისას მომხმარებელი გაურკვევლობაში ვარდება.
Related Stories