| ესპანეთის საჰაერო სივრცე მფრინავების გაფიცვის გამო პარალიზებულია |
|
09/01/2012 17:55 (135 დღე 13:29 minutes ago) | ||||||||||||
![]() ესპანეთში მფრინავების გაფიცვის გამო 109 საერთაშორისო რეისი გადაიდო, იუწყება რადიო კომერსანტი.
უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ავია კომპანია "იბერიას" მფრინავების გაფიცვის გამო საერთშორისო რეისების გარდა, 104 შიდა რეისიც ვერ შესრულდა. ესპანეთის ავია სივრცის პარალიზების გამო, 23 ათას მგზავრს ავია სალაროებში ბილეთების დაბრუბნება მოუხდა.
ავიაკომპანიის პროფკავშირების ინფორმაციით, მფრინავების გაფიცვა ხელმძღვანელობის მიერ ახალი ავია კომპანია "იბერია ექსპრესის" შექმნის იდეამ განაპირობა. ახალი, მცირებიუჯეტიანი ავია კომპანია ახლო და საშუალო მანძილის რეისებს უნდა მოემსახუროს, რაც ევროპაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ყოველწლიურად 100 მილიონი ევროს ეკონომიას უზრუნველყოფს.
როგორც მფრინავთა პროფკავშირები აცხადებენ, ხელმძღვანელობის განმარტება ახალი ავია კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან დაბალბიუჯეტიანი ავია კომპანიის შექმნით 5 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


