„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

30 იანვრიდან დიდი ბრიტანეთის სავიზო გადასახადის გადახდა ელექტრონული ფორმით მოხდება

23/01/2012 15:44 (121 დღე 15:43 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

2012 წლის 30 იანვრიდან დიდი ბრიტანეთის სავიზო გადასახადის გადახდა ელექტრონული (ონლაინ) ფორმით მოხდება.

 

დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ეს ცვლილება შეეხება საქართველოში შემოტანილ ყველა სავიზო განაცხადს, 2012 წლის 30 იანვრიდან.


როგორც საელჩოში აცხადებენ, ელექტრონული (ონლაინ) გადახდის განხორციელება შესაძლებელი იქნება ვიზა და მასტერქარდის ტიპის, როგორც სადებეტო, ისე საკრედიტო ბარათებით.


სავიზო გადასახადის თანხა განისაზღვრება აშშ დოლარში, შესაბამისად ელექტრონული (ონლაინ) გადახდისას გამოყენებული სავალუტო ერთეული იქნება აშშ დოლარი.


სავიზო გადასახადის გადახდა ელექტრონული (ონლაინ) სავიზო განაცხადის შევსების დროს მოხდება. ელექტრონული სავიზო განაცხადის შევსება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.visa4uk.fco.gov.uk.


"თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებთ ელექტრონული (ონლაინ) ფორმით გადახდას, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბრიტანეთის საელჩოს სავიზო განყოფილებას მოცემულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ", - აცხადებენ საელჩოში.


იმ შემთხვევაში თუ სავიზო განაცხადი გაუქმებული ან უკან გამოთხოვილი იქნა განაცხადის შევსებიდან სამი თვის განმავლობაში და მანამ სანამ ბიომეტრიული მონაცემების აღება მოხდება, აპლიკანტს დაუბრუნდება სავიზო გადასახადზე გადახდილი თანხა. ბრიტანეთის სასაზღვრო სააგენტო არ აანაზღაურებს აპლიკანტის ბანკის მიერ გადარიცხვის ან ვალუტის კონვერტაციით შედეგად დარიცხულ გადასახადს.


საელჩო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ აპლიკანტები კვლავ შეავსებენ სავიზო განაცხადის ელექტრონულ ვერსიას, რის შემდეგაც განახორციელებენ ელექტრონულ (ონლაინ) გადახდას და გამოცხადდებიან დანიშნულ დროს თბილისის ბრიტანეთის საელჩოს სავიზო განყოფილებაში, სადაც ჩააბარებენ საბუთებს და დატოვებენ ბიომეტრიულ მონაცემებს. ამის შემდეგ, საელჩო უზრუნველყოფს პასპორტებისა და საბუთების კურიერის საშუალებით უსაფრთხო გადაგზავნას სტამბულში.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პასპორტები და შესაბამისი დოკუმენტაცია კურიერის საშუალებით თბილისში ბრიტანეთის საელჩოს სავიზო განყოფილებას დაუბრუნდება, საიდანაც აპლიკანტები შეძლებენ პასპორტების გატანას.


საელჩოს წარმომადგენელთა განცხადებით, სავიზო განაცხადების განხილვის ვადა იგივე რჩება.


"მათ, ვისაც სურს არასაცხოვრებელ ვიზაზე საბუთების შემოტანა, ვურჩევთ საბუთები ჩააბარონ არაუგვიანეს 10 კალენდარული დღით ადრე გამგზავრების სასურველ თარიღამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის შემოტანის დღედ ითვლება აპლიკანტის მიერ ბიომეტრიული ანაბეჭდების აღების დღე და არა ელექტრონული აპლიკაციის შევსების თარიღი. ყველა აპლიკანტს ვურჩევთ, მაქსიმალურად დროულად შემოიტანონ განაცხადი, რათა თავი აარიდონ არასასურველ შედეგს. აგრეთვე, აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ ხელი ვერ მიუწვდებათ სამგზავრო დოკუმენტზე (პასპორტზე) მათი საბუთების განხილვის პერიოდში", _ აცხადებენ საელჩოში.


საელჩოს წარმომადგენელთა განცხადებით, თბილისში შემოტანილ ყველა სავიზო განაცხადზე გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო სააგენტოს სავიზო სამსახური სტამბულის გენერალურ საკონსულოში მიიღებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group