შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება

24/01/2012 14:57 (120 დღე 16:31 minutes ago)

kaxeti.jpg

2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება. კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო Holiday Inn-ში, გაიმართა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ინტერპრესნიუსის ცნობით, როგორც ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა, პროექტი 2012 წლის განმავლობაში კახეთში მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს, მათ შორის, რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას.


უკვე შეიქმნა კახეთის ტურისტული ბრენდი. მომზადდა ლოგო, სადაც ძირითადი მიმართულებებია კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი და ღვინის ტურიზმი. ასევე, შეიქმნა სლოგანი "აღმოაჩინე შენი კახეთი".


პრეზენტაციაზე, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ და კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა გამართეს, აღინიშნა, რომ რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას მსურველები ახალი ვებგვერდის, www.Kakheti.travel-ის მეშვეობით შეძლებენ.


ფუნქციონირებს გვერდები "ფეისბუქზეც" – "აღმოაჩინე შენი კახეთი" და "ტურიზმი თელავში", ასევე, მომზადდა კახეთის ტურისტული გზამკვლევი და ახალი ტურისტული პროდუქტი "ღვინის გზა".


"2012 წელს დაგეგმილია მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებთან მიმართებაში, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების რეაბილიტაცია, კახეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა ტრენინგი, რეგიონის საიდენტიფიკაციო სუვენირების შემუშავება და კახეთის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზარზე", - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.


კახეთის დიდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა რეგიონის გუბერნატორმა. გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად კახეთი მსოფლიო ტურიზმის ნაწილი გახდება.


"ეს ნიშნავს იმას, რომ გვეყოლება მეტი ტურისტი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ სიძლიერეს შეუწყობს ხელს",- აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.


პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც დაესწრო.


ღონისძიებაზე ტურიზმის ინდუსტრიის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group