ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

საქართველოს მოქალაქეობა 2008-2011 წლებში რუსეთის 21 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

30/01/2012 12:43 (114 დღე 18:47 minutes ago)

საქართველოს მოქალაქეობა 2008-2011 წლებში რუსეთის 21 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებვერდი იუწყება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, პროექტ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ფარგლებში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია 2008-2011 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.


სამოქალაქო რეესტრის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს საქართველოს მოქალაქეები გახდნენ რუსეთის (3 225), მაროკოს (1), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (1), ჩინეთის (1), ინდოეთის (1), პაკისტანის (7) მოქალაქეები. 2009 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს ზამბიას (1), რუსეთის (5 528) და პაკისტანის (4) მოქალაქეებმა. 2010 წლიდან საქართველოს მოქალაქეობით სარგებლობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორი, პაკისტანის ერთი და რუსეთის 5 103 მოქალაქე. ხოლო გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (25), ინდოეთის (6), პაკისტანის (2) და რუსეთის (7 322) მოქალაქეებმა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის გაგზავნილ წერილს ხელს აწერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი ნინო დანელია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group