შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

”ყატარის ავიახაზები” თბილისიდან კვირაში შვიდ რეისს შეასრულებს

01/02/2012 17:13 (112 დღე 14:21 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

2012 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოს ავია ბაზარზე ოპერირება დაიწყო კატარის ავია კომპანიამ ”ყატარის ავია ხაზები” (Qatar Airways). 

 

იგი რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს კვირაში შვიდი რეისის სიხშირით, იუწყება მედიანიუსი. როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ”ყატარის ავია ხაზების” საქართველოს ბაზარზე შემოსვლა შესაძლებელი გახდა საქართველოსა და ყატარის სახელმწიფოს 2011 წლის 15 თებერვალს გაფორმებული შეთანხმებით ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ. იგი გაფორმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას კატარში ოფიციალური ვიზიტისას.

შეთანხმება სრულად ეფუძნება ”ღია ცის” პრინციპებს, რაც ავია გადამზიდველებს დანიშნული ავია კომპანიების რაოდენობის, ტარიფების, საჰაერო ხომალდის ტევადობისა და ფრენის სიხშირის თავისუფლად - საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, საჰაერო მიმოსვლის განხორციელება შესაძლებელია სახელმწიფოთა ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტს შორის, საიდანაც ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.


საქართველოს და კატარის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს ავია კომპანიებისთვის დამატებითი კომერციული უფლებამოსილების - ე.წ. ”მე-5 ჰაერის თავისუფლების” მინიჭება, რომელიც დანიშნულ ავია გადამზიდველს შესაძლებლობას უქმნის, საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს და/ან ჩამოსხას მგზავრები, ბარგი, ტვირთი, ფოსტა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლებიც მიემართებიან მესამე სახელმწიფოში ან მოემართებიან მესამე სახელმწიფოდან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group