ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

flydubai საუდის არაბეთის ქალაქ ტაიფში იწყებს ფრენას

02/02/2012 15:49 (111 დღე 15:45 minutes ago)

flydubai.jpg

დუბაის პირველმა დაბალფასიანმა ავია კომპანიამ გუშინ საუდის არაბეთის მეშვიდე ქალაქში დაიწყო ოპერირება. მაქქას პროვინციის ქალაქ ტაიფში flydubai კვირაში 3 რეისს შეასრულებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პირველი რეისი ნომრით FZ875 დუბაის აეროპორტი ს მეორე ტერმინალიდან 19.25 სთ-ზე გაფრინდა და ტაიფის რეგიონალურ აეროპორტში ადგილობრივი დროით 21.30 სთ-ზე დაეშვა. ტაიფიდან რეისი ნომრით FZ876 22.30 სთ-ზე გამოფრინდა და დუბაის აეროპორტში ამ დილით 02.20 სთ-ზე დაბრუნდა.

Flydubai-მ საუდის არაბეთის სამეფოს მიმართულებით ოპერირება 2010 წლის ნოემბერში დაიწყო და დღეისთვის ქალაქებს რიადს, ჯედდას, გასსიმს, აბჰას, დამამს და უკვე ტაიფს კვირაში 55 ფრენით ემსახურება.

Flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი აღნიშნავს: გასული წლიდან დაწყებული გაერთიანებული არაბეთის საემიროები  სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებს საუდის არაბეთთან. ამჟამად საუდის არაბეთი გაერთიანებული არაბეთის საემიროების ძირითადი სავაჭრო პარტნიორია (ნავთობის ბიზნესი ს გამოკლებით). ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ ნავთობის სფეროს გამოკლებით პირველი 9 თვის მანძილზე 676.3 მილიარდი დირჰამი შეადგინა და 230 მილიარდით გაიზარდა. Flydubai ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას საუდის არაბეთის ძირითადი სავაჭრო და დასავენებელი ცენტრების მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებით უწყობს ხელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა  გადავუხადო საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ რეისების დანიშვნაში გაწეულ მხარდაჭერასა და დახმარებაში.

ტაიფი საუდის არაბეთის ყველაზე პოპულარული საზაფხულო დასასვენებელი ადგილია. საუდის არაბეთის მთავრობა ყოველ ზაფხულს რიადიდან მაღალი ტემპერაურის გამო ტაიფში გადადის სამუშაოდ. ტაიფი მექადან 100 კილომეტრზე მცირე მანძილზე მდებარეობს, რის გამოც იგი მექაში მიმავალი მომლოცველებისთვის ალტერნატიულ გზას წარმოადგენს. სალავატის მთის ფერდობზე მდებარე ქალაქი თავისი წყლიანი ლანდშაფტითა და მთიანი პეიზაჟით ახლომდებარე ცხელი და მშრალი ქალაქებისთვის აბსოლუტურ კონტრასტს წარმოადგენს. ტაიფი საუდის არაბეთის სამეფოში ცნობილია, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების, ვენახებისა და ვარდების ბაღების ქალაქი. ტაიფი საუდის არაბეთის ანტიკურ და თანამედროვე ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია ისეთი ღირსშესანიშნაობები როგორებიცაა ვადი მიტნა, შუბრას სასახლე, კლდეში ამოკვეთილი ადგილები და თურქული ფორტი, სადაც პირველი მსოფლიო ომის გმირი ლორენსი იბრძოდა.

Flydubai 2012 წლის 1 თებერვლიდან ტაიფის მიმართულებით კვირაში სამჯერ იფრენს.
ცალმხრივი ფრენის საფასური დუბაიდან ტაიფის მიმართულებით 570 დირჰამიდან იწყება, ტაიფიდან დუბაის მიმართულებით ფრენა კი 600 დირჰამი დაგიჯდებათ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group