ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

კატარის ავიახაზები საქართველოში იწყებს ფრენას

02/02/2012 16:02 (111 დღე 15:33 minutes ago)

qatar-airways.jpg

თბილისი, საქართველო– კატარის ავია ხაზებმა ფრენების ნუსხაში საქართველო დაამატეს, ” მსოფლიო ზრდის” პროგრამის ფარგლებში კომპანიის რუკაზე ორი ახალი ქალაქი თბილისი და ბაქო  აღმოჩნდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

QR-  976 რეისის ჩამოსვლა დედაქალაქ თბილისში, სხვა დღევანდელ მიმართულებასთან, რომელიც ბაქოში უნდა განხორციელდეს, იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ევროპული მიმართულება  ყატარის ავია ხაზების 29 ქალაქის ქსელში.  

შარშან ევროპაში შვიდი ახალი მიმართულების ამოქმედების შემდეგ,  დღევანდელი ორი მიმართულების დამატება  კატარის ავია ხაზების პროფილს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში საგრძნობლად გააუმჯობესებს,
დღესდღეისობით კომპანია უზრუნველყოფს ფრენებს ევროპაში ანკარას, ათენის, ბარსელონას, ბერლინის, ბრიუსელის, ბუქარესტის, ბუდაპეშტის, ვენეციის, კოპენჰაგენის, ფრანქფურტის, ლონდონის და მადრიდის ჩათვლით.

კატარის ავია ხაზების აღმასრულებელი დირექტორი აკბარ ალ ბაკერი პირველი რეისით დოჰიდან თბილისში, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, ჩამოფრინდება, მათ შორის მისი აღმატებულება ეკატერინე მეიერინგ-მიქაძესთან, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან, და ასევე კომპანიის აღამასრულებელ თანამშრომლებთან ერთად.

პირველი რეისის აეროპორტში საპატიო სტუმრები დახვდებიან.

თავის მიმართვაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ალ ბაკერმა განაცხადა, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რამაც განაპირობა ავია გადამზიდის გადაწყვეტილება გაეხსნა ეს მიმართულება.

 

“დღეს ისტორიული დღეა კატარის ავია ხაზებისთვის, რადგან ჩვენს 2012 წლის მსოფლიო ზრდის პროგრამას ჩვენ განვაგრძობთ არა ერთი, არამედ ორი ევროპული მიმართულების გახსნით თბილისსა და ბაქოში, რაც ჩვენს საერთაშორისო მიმართულებების რაოდენობას 112 ზრდის”, - თქვა მან.

“ჩვენ დღეს მოხარულები ვართ გავხსნათ ეს მიმართულება, რომელიც შექმნის ახალ საჰაერო კორიდორს და მისცემს მგზავრებს უფრო დიდი არჩევანის საშუალებას  ავია გადამზიდებს შორის”.

“საქართველო–უზარმაზარი პოტენციალის მქონე ქვეყანაა, მდიდარი კულტურითა და ისტორიით, ინფრასტრუქტურის მზარდი განვითარებით, რომელიც ბიზნესი სთვის იძლევა დიდ შესაძლებლობებს და ბუნებრივი რესურსებით, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო საფუძველს ოჯახური და დამოუკიდებელი ტურიზმისათვის”.

2 000 მინერალური წყაროს და 12 000 ისტორიული და კულტურული ძეგლის სამშობლო – რომლიდანაც ოთხი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში – საქართველოს ბევრი რამ აქვს შესთავაზოს დამსვენებლებს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ასევე  უწყობს  ხელს საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციონირებაში, ბათუმის და ფოთის პორტებთან ერთად, რაც ერთობლიობაში საჭიროებს მეტ საჰაერო სერვისს ბიზნეს-ფრენების საჭიროებების გაუმჯობესებისთვის.   

“ჩვენ გვსურს ჩამოვიყვანოთ თბილისსა და მის შემოგარენში ვიზიტორები მთელი მსოფლიო დან, და ამსთანავე, უზრუნველყოთ საქართველოს მოქალაქეების გადაფრენა მსოფლიო ს ყველა კუთხეში ყატარის ავია ხაზების მეშვეობით, დოჰაში ჩვენი ცენტრალური ოფისის დახმარებით”, - დაამატა ალ ბაკერმა.  

“როგორც ერთადერთი ხუთი ვარსკვლავის მქონე ავია ხაზი, რომელიც თბილისში ფრენებს ასრულებს, კატარის ავია ხაზები ამაყია საქართველოს მოსახლეობას სხვა და სხვა  აღიარებს მქონე სერვისი შესთავაზოს.

დოჰიდან ავია კომპანია უზრუნველყოფს შესანიშნავ კავშირს ქალაქებთან ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და წყნარი ოკეანეს აუზის ქვეყნებთან, დუბაის, მუსკატის, ქუვეიტის, ენტებეს, შანხაის, სინგაპურის, ბანკოკის, დელის, გოას და მელბურნის ჩათვლით. 

კატარის ავია ხაზები ფრენებს ასრულებენ A320 ეირბასით ორი კლასის ადგილებით - 12 ადგილით ბიზნეს-კლასში და 132 ადგილზე მეტ ეკონომ-კლასში.

განურჩევლად მგზავრობის კლასისა, ავია ხაზები  ყველა მგზავრს  სთავზობს პორტატიულ ტელევიზორს, რათაAდატკბნენ მომავალი თაობის ინტერაქტიული გართობის სისტემით 700 აუდიო და ვიდეო  ფაილებით მათ გემოვნებაზე. 

კატარის ავია ხაზებს გააჩნია თანამედროვე პარკი 114 თვითმფრინავით, რომლებიც ფრენებს ასრულებენ 112 მიმართულებით ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, წყნარი ოკეანეს აუზის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სამხრეთ ამერიკაში. გასულმა წელმა მოუტანა კატარის ავია ხაზებს 15 ახალი მიმართულება საერთაშორისო ქსელში და შკყტრახ პრემია – წლის საუკეთესი ავია ხაზი.

მსოფლიო ზრდის პროგრამის ფარგლებში 2012 წელს ყატარის ავია ხაზები გახსნის ფრენებს შვიდი ახალი მიმართულებით – კიგალი (რუანდა) 21 მარტიდან; ზაგრები (ხორვატია) 9 მაისიდან; პერტი (ავსტრალია) 3 ივლისისდან; მოგვიანებით გახდება ცნობილი სხვა რეისების გახსნის თარიღები – მომბასა (კენია), ზანზიბარი (ტანზანია), ჰელსინკი (ფინეთი) და გასიმი (საუდის არაბეთი).

 
თბილისი-ბაქო-დოჰა განრიგი:

სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი

გაფრენა თბილისიდან  QR975 1545  , ჩასვლა ბაქოში 1700
გაფრენა ბაქოდან       QR975 1800, ჩასვლა დოჰაში 1945

ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა           

გაფრენა თბილისიდან       QR977 2015, ჩასვლა ბაქოში  2130
გაფრენა ბაქოდან       QR977 2230,  ჩასვლა დოჰაში მომდევნო დღის  0015

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group