
დუბაის პირველმა დაბალფასიანმა ავია კომპანიამ 50-ე მიმართულებაზე ფრენის
დაწყებით გაიმყარა, flydubai-ს პირველი რეისი ყირგიზეთ ის რესპუბლიკაში დღეს
დილით დაეშვა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ყირგიზეთ ი კომპანიისთვის 28-ე ქვეყანა გახდა სადაც იგი ფრენებს ახორციელებს.
გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან ღონისძიებაზე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხალიდ ალ გაიტი და ეკონომიკური სტრატეგიის განვითარების მენეჯერი ჰამად ობაიდალა იმყოფებოდნენ. flydubai პირველი ავია კომპანიაა არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, რომელმაც პირდაპირი რეისი დანიშნა ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში. ამ რეისის დანიშვნით ყირგიზეთ ის რესპუბლიკასა და ემირატებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში პირველი ნაბიჯი გადაიდგა.
გაერთიანებული არაბეთის საემიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხალიდ ალ გაიტი ამბობს: მინდა მივულოცო flydubai-ს და ყირგიზეთ ის მთავრობის წარმომადგენლებს ახალი პირდაპირი რეისის დანიშვნა. ეს ჩამოაყალიბებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ვიმედოვნებ რომ ორივე ერის წარმომადგენლები აქტიურად გამოიყენებენ ამ ხელსაყრელ შესაძლებლობას.
flydubai-მ სწრაფი ზრდისა და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით თავისი სისტემების, პროცედურების და ტრენინგების პროგრამებში სერიოზული ინვესტიციები განახორციელა. როგორც დუბაის ეკონომიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილი, ჩვენ დუბაის სწრაფი ზრდის ამბიციას და მაღალი ხარისხის სტანდარტების ერთგულებას წარმოვაჩენთ. ამ მიზნით ჩვენ შევქმენით დაბალფასიანი მოდელი არაჩვეულებრივად მაღალი მომსახურეობის დონით. - აცხადებს გაიტ ალ გაიტი.
კომპანია წლის დაბალფასიან ავია კომპანიად, ცენტრალური აღმოსავლეთის საუკეთესო გადამზიდავად და ავია ციის საერთაშორისო 2011 წლის გამაჯვებულად დასახელდა.
Related Stories