| ვაშინგტონი მოსკოვს ადამიანის უფლებებს ახსენებს |
|
03/09/2010 12:36 (522 დღე 19:40 minutes ago) | ||||||||||||
|
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთში მოქალაქეების, ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინებით შეშფოთებულია.
მისი თქმით, რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლი სწორედ მოქალაქეთა უფლებების გარანტიაა, რომელიც მათ შეკრებების და დემონსტრაციების ნებას რთავს. ამასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი მოელის, რომ რუსეთი თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებებთან დაკაშირებით არ დაივიწყებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება, მოსკოვსა და პეტერბურგში სამშაბათს 12 დემონსტრანტის დაკავებამ გამოიწვია. მათ შორის იყო ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი. მოსკოვში გამართული დემონსტრაციის ლოზინგი იყო „რუსეთი პუტინი ს გარეშე“. ოპოზიცია ყოველი თვის 31 რიცხვში მართავს საპროტესტო დემონსტრაციას კონსტიტუციის 31-ე მუხლის აღსანიშნავად, რომელიც მათ აზრის გამოხატვის უფლებას აძლევს.
სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|




